| From : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: C ჰეპატიტის მართვა-ცვლილების პროექტი |
| Cc : | Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge> |
| Received On : | 23.10.2017 14:21 |
| Attachments : |
From: Ekaterine Adamia
Sent: 2017 წლის 23 10, ორშაბათი 18:14
To: 'Vladimer Getia'
Cc: Alexander Turdziladze; Aleko Turdziladze (A.Turdziladze@ncdc.ge); Maiko Alkhazashvili; o.namicheishvili@ncdc.ge; Maia Gotiashvili; Amiran Gamkrelidsze; marina darakhvelidze; Irma Khonelidze
Subject: RE: C ჰეპატიტის მართვა-ცვლილების პროექტი
საღამო მშვიდობისა,
განმეორებით გიგზავნით 169 დადგენილების ცვლილების კორექტირებულ ვერსიას (გათვალისწინებულია სააგენტოს და ნსდს შენიშვნები).
დასაზუსტებელია სკრინინგის კომპონენტის ბიუჯეტი (ველოდები ნსდს-ს).
საუკეთესო სურვილებით,
ეკა
From: Vladimer Getia [mailto:khgetia@gmail.com]
Sent: 2017 წლის 23 10, ორშაბათი 14:24
To: Ekaterine Adamia
Cc: Alexander Turdziladze; Aleko Turdziladze (A.Turdziladze@ncdc.ge); Maiko Alkhazashvili; o.namicheishvili@ncdc.ge; Maia Gotiashvili; Amiran Gamkrelidsze; marina darakhvelidze; Irma Khonelidze
Subject: Re: C ჰეპატიტის მართვა-ცვლილების პროექტი
მოგესალმები ეკა,
გიგზავნი დადგენილების პროექტს ჩასწორებებითა და კომენტარებით, კერძოდ:
1. პირველ კონფირმაციულ კვლევას ვახორციელებთ სახელმწიფოს მხრიდან სრული დაფინანსებით, ტესტები გილიადის პროექტითაა შესყიდული ხოლო სერვისს აწვდის ან დკსჯე ცენტრი ან თავად სერვისცენტრი, პირველ შემთხვევაში სერვისცენტრი იღებს სისხლს და აგზავნის დკსჯეც-ს ფილიალში, რომელიც კვირაში ერთხელ ასე დაგროვებულ სისხლებს აგზავნის ლუგარში სადაც კორ მეთოდით ხდება კვლევა. ყველაფერი სწორია, მაგრამ თითო კვლევის 36 ლარად განფასება გვჭირდება? სერვისის კომერციალიზაცია ხომ არ ხდება? ანუ სახელმწიფო ცენტრისგან იყიდის სერვისს? მექნიზმი ვაუჩერულად რეგისტრაციაა თუ გამარტივებული შესყიდვა?
მეორე შემთხვევაში სერვისცენტრი აკეთებს პირველ კონფირმაციულ დიაგნოსტიკას თავისი მეთოდით (ან პჯრ ან კორი) და კვლევაში ვუხდით 55 ლარს. ამ მეთოდისთვის არაა გაწერილი გილიადის პროექტით ტესტების მიწოდების საკითხი, თუ კორით გამოიკვლევენ ტესტებიც ხომ არ უნდა მივაწოდოთ და ფასი მხოლოდ სერვისზე გადავუხადოთ?
თუ პაციენტი სკრინინგით ჩვენს მიერ გამოვლინდა, მისი სისხლი სადაც ეს შეგვიძლია, ადგილზევე ხომ არ უნდა ავიღოთ? და არ გავუშვათ სერვის-ცენტრში, სადაც უნდა აუღონ სისხლი და ისევ ჩვენთან გამოაგზავნონ, რაშიც დამატებით 5 ლარი უნდა გადავიხადოთ, ხოლო პაციენტი ზედმეტად ვატაროთ.
2. სისხლების თვეში 4-ჯერ ტრანსპორტირებისთვის ფინანსურ ლიმიტს რატომ ვიწესებთ? ეს თანხა რაც ჩვენივე ფილიალებიდან ლუგარში მასალების ტრანსპორტირებას დასჭირდება პროგრამის ადმინისტრირების ხარჯებიდან არ გადის? თუ აქ დაწესდა ლიმიტი, მაშინ ხარჯების ყველა სხვა მუხლის გაწერაც იქნება საჭირო დადგენილებაშივე, იგივე მძღოლების და ლაბორანტების ხელფასები, სამივლინებო ხარჯები, კომუნალური ხარჯები, ტესტები, სახარჯი მასალები და ა.შ. რაც ვფიქრობ გაართულებს ამ პროცესს.
3. კონფირმაციის ახალი მეთოდის დაწყების ვადად დიაგნოსტიკის განფასებების ცხრილს 1 ნოემბერი აწერია, თავად დადგენილების შესაბამისი პუნქტების ამოქმედებას 1 დეკემბერი, ხომ არ აჯობებს ცვლილებები ავამოქმედოთ ხელმოწერისთანავე, გარდა პირველი კონფირმაციული კვლევის დაწყების თარიღისა, რომელიც დამოკიდებულია ტესტებისა და შესაბამისი სახარჯი მასალების მოწოდებაზე.
4. ასევე ჩავდე მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი ახალი რედაქციით, იუსტიციის პროექტისთვის საჭირო ინვენტარის შესყიდვისა და საწვავის შესყიდვის ფორმალიზებისთვის, რაც უწინ გამორჩენილი გვქონდა.
პატივისცემით,
ხვიჩა
2017-10-20 15:53 GMT+04:00 Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>:
კოლეგებო, მოგესალმებით,
გიგზავნით C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ცვლილების პროექტს (თვალსაჩინოებისათვის, ასევე, გიგზავნით 169 დადგენილებას track change-ბით) განმარტებითი ბარათით.
პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას:
1. იუსტიციის სახლებში სკრინინგი
2. HCV CORE AG მეთოდით კონფირმაციული კვლევის ცენტრალიზებული გზით ჩატარება ლუგარის ცენტრის მიერ
3. მკურნალობაში ჩართვამდე კონფირმაციული კვლევის გაიაფება და პაციენტებისათვის უსასყიდლოდ ჩატარება
4. პაციენტის გზის/რეგისტრაციის პროცესის გამარტივება (პრერეგისტრაციის მოხსნა)
5. ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებისათვის მედიკამენტის გაცემის წესის გამარტივება
6. სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების მხრიდან ანგარიშების წარმოდგენის პროცესის გაუმჯობესების მექანიზმის გამკაცრება
7. სხვა ტექნიკური დეტალები.
8. ასევე, საყურადღებოა დადგენილების ამოქმედების ვადები და ბიუჯეტი!!
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ და უმოკლეს დროში მომაწოდოთ თქვენი კომენტარები.
პატივისცემით,
ეკა
Ekaterine Adamia,
Head of Public Health and Programs Division
Health Care Department
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
0119, Tbilisi, Tsereteli ave.144
Tel: (+995 32) 25100381110
Mob: (+995 577) 28 28 25