| From : | Nino Kalandadze <nkalandadze@moh.gov.ge> |
| To : | Mariana Mkurnali |
| Subject : | FW: HERA - Support Letter |
| Received On : | 31.01.2018 08:55 |
| Attachments : |
როგორ ხარ?
თამუნამ დამირეკა და მთხოვა გოგოებმა ატვირთონო და მე მოვაწერ ხელსო. მიწოდებას მე ვუზრუნვეყოფ.
From: Marika.Davituliani [mailto:marika.davituliani@gmail.com]
Sent: 30 January, 2018 11:59
To: Tamar Barkalaia
Cc: Nino Kalandadze
Subject: HERA - Support Letter
ქალბატონო თამილა,
მოგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია -ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირი „ჰერა“ მუშაობს სამედიცინო პროექტებზე 2000 წლიდან.
ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი სფეროა ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ონკოდაავადებების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით წარმატებლი პროექტია „საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად“-ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო აქცია, რომლის მხარდამჭერია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ამ ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერა“-ს სურს წარადგინოს აშშ საელჩოში პროექტი“ „ რისთვისაც გთხოვთ თქვენს მხარდაჭერას სარეკომენდაციო წერილის სახით.
პროექტის მიზანია : სქესის ნიშნით სელექციით გენდერული დისკრიმინაციის შესახებ ცნობიერების ზრდა, სენსიტიზაცია და ადვოკატირება. პროექტი დაფინანსების შემთხვევაში პილოტირების სახით წარიმართება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რადგან UNFPA-ს მიერ წარმართული კვლევის მიხედვით, აჭარაში სქესის ნიშნით სელექციით მიმდინარე აბორტების ყველაზე მაღალი რიცხვია, რაც მამრი-მდედრის თანაფარდობის მკვეთრ დარღვევას იწვევს.
თუ თქვენი კეთილი ნება იქნება რომ მოგვცეთ დასტური მოცემულ სარეკომენდაციო წერილზე, ჩვენ მოგვეწოდება ის თქვენის ნებართვით ქალბატონი ნინო კალანდაძის საშუალებით.
წინასწარ გიხდით მადლობას თანადგომისა და მხარდაჭერისათვის
პატივისცემით
მარიკა დავითულიანი
აღმასრულებელი დირექტორი
არასამთავრობო ორგანიზაცია
ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირი „ჰერა“