| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Elza Jgerenaia; Nino Odisharia |
| Subject : | FW: HRD მე-11 შეხვედრა_25 აპრილი_ბრიუსელი |
| Cc : | Lika Klimiashvili; Tea Gvaramadze; Nino Jinjolava; Nato Chapidze; Sopo Belkania; Mariana Mkurnali |
| Received On : | 05.04.2018 15:06 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გიგზავნით საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ მეილს, რომელიც ეხება 25 აპრილს, ბრიუსელში დაგეგმილ საქართველო-ევროკავშირის დიალოგის (HRD) მე-11 შეხვედრას. მიღებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირი დეტალურ დღის წესრიგს არ აგზავნის, შესაბამისად, უწყებებს ეთხოვათ, იხელმძღვანელონ იმ დღის წესრიგისა და შეხვედრის ოქმით, რომელიც უკვე მოგეწოდათ. კიდევ ერთხელ თან ვურთავ ამ მეილს აღნიშნულ ინფორმაციას.
ამასთან, დამატებით ინფორმაციას უწყებათაშორისი შეხვედრის თაობაზე მოგვიანებით გვაცნობებენ.
პატივისცემით,
მაიკო
From: Tamar Iordanishvili [mailto:t.iordanishvili@mfa.gov.ge]
Sent: Thursday, April 5, 2018 6:54 PM
To: Ana Khizanishvili
Cc: Victoria Baikova
Subject: HRD შეხვედრა
Importance: High
მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, ევროკავშირის მხარისგან ველოდებოდით 25 აპრილს, ქ. ბრიუსელში დაგეგმილი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის (HRD) მე-11 შეხვედრის დეტალურად გაწერილ დღის წესრიგს.
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელთან, დოროტა დლოუხი-სულიგასთასთან დღეს გამართული არაფორმალური შეხვედრისას, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირი არ გვაწვდის დეტალურად გაწერილ დღის წესრიგს. ევროკავშირის მხარის რჩევით, მიზანშეწონილია თქვენი კომპეტენციის ფარგლებში გამოსვლების/პრეზენტაციების მოსამზადებლად იხელმძღვანელოთ ჩვენს მიერ უკვე მოწოდებული ინფორმაციით.
აქვე გაცნობებთ, რომ შეხვედრის ფარგლებში გადაწყდა ინდივიდუალური საქმეების განხილვა (სავარაუდოდ, ერთ-ერთი შესაძლოა იყოს აფგან მუხთარლის საქმე). ინდივიდუალურ საქმეების თაობაზე ზუსტ ინფორმაციას მიღებისთანავე გაცნობებთ.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ თითოეულ საკითხზე გამომსვლელთა ზუსტი განსაზღვრისა და შეხვედრის შინაარსობრივი, ასევე ლოჯისტიკური საკითხების განხილვის მიზნით მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრის თაობაზე გაცნობებთ დამატებით.
საუკეთესო სურვილებით,
თამარი
Tamar Iordanishvili
Counsellor
Department of European Integration
Ministry of Foreign Affairs of Georgia
Chitadze str. 4, Tbilisi 0118, Georgia
Tel: (+995 32) 2945000 (ext. 1303)
E-mail: t.iordanishvili@mfa.gov.ge