From : Victoria Baikova <v.baikova@mfa.gov.ge>
To : mmkurnali@moh.gov.ge
Subject : FW:
Received On : 12.09.2017 14:55

მარიანა, მოგესალმებით,

 

როგორც იცით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის გენერალური დებატების ფარგლებში გაიმართება სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობისგან დაცვის საკითხზე მაღალი დონის შეხვედრა.

 

აღნიშნულ საკითხზე გამოგზავნილ იქნა  ე.წ. ნებაყოფლობითი კომპაქტის ტექსტი, რომელთან დაკავშირებითაც თქვენს უწყებას არ ჰქონია შენიშვნები.

 

თუმცა, ამჯერად გვსურს თქვენი ყურადღება გავამახვილოთ კომპაქტის ტექსტის ერთ-ერთ პუნქტზე (მე-3 გვერდი, (ii) პუნქტი), რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით საკონტაქტო პირის დანიშვნას ითვალისწინებს. უწყებებთან კონსულტაციის შედეგად, გამოიკვეთა, რომ უმჯობესია საკონტაქტო პირის დანიშვნა  მოხდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან.

 

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი უწყების პოზიცია კომპაქტის ხელმოწერის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით ამ გარემოების გათვალისწინებით.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

ვიკა ბაიკოვა

გაერო-ს სამმართველოს უფროსი

საგარეო საქმეთა სამინისტრო