From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : Mariana Mkurnali
Subject : Fwd: გამოფენა ინდოეთში
Received On : 06.10.2017 09:52
Attachments :

-----Original Message----- From: Nana Kalmakhelidze To: "nugzarbolkvadze60@gmail.com" Cc: "mdarakhvelidze@moh.gov.ge" , Ekaterine Adamia , Maia Nikoleishvili Date: Fri, 6 Oct 2017 08:53:57 +0000 Subject: გამოფენა ინდოეთში შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, ბატონ ნუგზარ ბოლქვაძეს ბატონო ნუგზარ, გიგზავნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან შემოსულ 2017 წლის 22 სექტემბრის №01/34673 წერილს ინდოეთის კომერციისა და მრეწველობის სამინისტროს სერვისების ექსპორტის ხელშეწყობის საბჭოს თანდართულ ნოტასთან ერთად, რომელიც ეხება მიმდინარე წლის 12-14 ოქტომბერს, ინდოეთში ქ. ბენგალურუში ჯანდაცვის საკთხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო გამოფენაში (SEPC-MART) მონაწილეობის საკითხს. ინდური მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, ქართულ მხარეს ბენგალურუს საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში გამოუყოს შესაბამისი ფართი (9კვ.მ) და აანაზღაუროს ორი წარმომადგენლის მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯები (საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადაა, ვიზების დაჩქარებული წესით გაფორმებაში). გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, მოგვაწოდოთ კანდიდატურები. პატივისცემით, ნანა კალმახელიძე ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი 577 944 934