From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : nchitanava@moh.gov.ge
Subject : Fwd: საკომიტეტო მოსმენა, 24ნოემბერი, 11:00 საათი
Cc : sbelkania@moh.gov.ge; Mariana Mkurnali
Received On : 14.11.2017 09:01
Attachments :

ნათია გამარჯობა,

გაცნობებთ, რომ 24 ნოემბერს, 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გეგმავს საკომიტეტოს მოსმენას, რომლის ფარგლებში უწყებები უზრუნველყოფენ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კუთხით განხორციელებული საქმიანობის და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების თაობაზე ანგარიშების წარდგენას. საქართველოს პარლამენტის თხოვნაა მომხსენებლად წარდგენილ იქნას მინისტრი ან მინისტრის მოადგილე.

ვინაიდან, ქალბატონი ნინო ბერძული 24 ნოემბერს საქართველოში არ იქნება მომხსენებლად მისი დასახელება ვერ მოხერხდება. შესაბამისად, გთხოვ, ბატონ ზაზას ჰკითხე, იქნებ შეძლოს მონაწილეობა. ასევე, თუ ბატონი ზაზა ჩათვლის საჭიროდ, დამატებით ტრეფიკინგის ფონდის დირექტორის კანდიდატურასაც დავასახელებთ, ანგარიშის განხილვის პროცესში დეტალების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

დამატებით გაცნობებთ, რომ ტრეფიკინგის ფონდის  და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ჩართულობით, მზადდება ანგარიში თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“ .

პატივისცემით,

მაია

-----Original Message-----
From: Miranda Tskhadadze
To:
Date: Mon, 13 Nov 2017 17:56:31 +0400
Subject: საკომიტეტო მოსმენა

მოგესალმებით ქალბატონო მაია, 

2017 წლის 7 ნოემბერს  ჩვენს მიერ გამოგზავნილ წერილზე N13438/4-2 დამატებით გაცნობებთ, რომ საკომიტეტო მოსმენის ფორმატით გათვალისწინებულია ანგარიში წარმოადგინოს მინისტრმა ან მისმა მოადგილემ.

პატივისცემით,
მირანდა ცხადაძე

საქართველოს პარლამენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
თავმჯდომარის თანაშემწე
მობ: 555 315 430
____________________________________________________________

Parliament of Georgia
Human Rights and Civil Integration Committee
Assistant to the Chairperson
Cell: 555 315 430