-----Original Message-----
From: Open Government Partnership
To: Open Government Partnership
Cc: Zurab Sanikidze , Ketevan Tsanava
, Gvantsa Meunargia
, Lana Morgoshia
Date: Fri, 31 Mar 2017 12:03:05 +0000
Subject: ფორუმის შეხვედრა - 4 აპრილი
მოგესალმებით,
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე
წლის 4 აპრილს დაგეგმილია
ღია მმართველობა
საქართველოს ფორუმის
შეხვედრა, რომელშიც
მონაწილეობას მიიღებენ ღია
მმართველობის პარტნიორობის
აღმასრულებელი დირექტორის
მოადგილე, ბ-ნ ჯო პაუელი და
პარტნიორობის სამოქალაქო
საზოგადოების მიმართულების
დირექტორი, ბ-ნ პოლ მაასენი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ,
შეხვედრა, 10:00 საათის ნაცვლად,
11:00 საათზე სასტუმრო
„ჰოლიდეი ინში“ დაიწყება.
თანდართულ დოკუმენტად
იხილეთ შეხვედრის დღის
წესრიგის სამუშაო ვერსია,
რომელიც, სტუმრებთან
შეთანხმებით, შესაძლოა
მცირედით შეიცვალოს.
შეგახსენებთ, რომ
შეხვედრაში მონაწილეობა
უნდა დაგვიდასტუროთ ამ
ბმულზე.
პატივისცემით,
ღია მმართველობა
საქართველოს სამდივნო
From: Open Government Partnership
Sent: 2017 წლის 24 03, პარასკევი 16:22
To: Open Government Partnership
Cc: Ketevan Tsanava; Zurab Sanikidze; Gvantsa Meunargia; Lana
Morgoshia
Subject: Save the Date - ფორუმის შეხვედრა
Importance: High
კოლეგებო, მოგესალმებით,
მიმდინარე წლის 3-5 აპრილს
ვმასპინძლობთ ღია
მმართველობის პარტნიორობის
აღმასრულებელი დირექტორის
მოადგილეს, ბ-ნ ჯო პაუელს და
პარტნიორობის სამოქალაქო
საზოგადოების მიმართულების
დირექტორს, ბ-ნ პოლ მაასენს.
დაგეგმილ ღონისძიებებს
შორისაა ფორუმის შეხვედრაც 4
აპრილს, 10:00-დან 13:00 საათამდე.
შეხვედრა USAID-ის მხარდაჭერით
სასტუმრო „ჰოლიდეი ინ
თბილისში“ გაიმართება. დღის
წესრიგს მოგვიანებით
მოგაწვდით.
OGP-ის წარმომადგენლების
ვიზიტის მთავარი მიზანია
მთავრობისა და სამოქალაქო
საზოგადოების
წარმომადგენლებთან ერთად
განხილულ იქნეს
საქართველოს, როგორც
პარტნიორობის თავმჯდომარის
პრიორიტეტები და სამომავლო
გეგმები; ასევე, ღია
მმართველობის უკვე
დასრულებული და მიმდინარე
რეფორმები. გარდა ამისა,
სტუმრები პარტნიორობის
წინა თავმჯდომარეებთან
თანამშრომლობისას დაგროვილ
გამოცდილებასაც
გაგვიზიარებენ.
მოგეხსენებათ, ფორუმი,
როგორც მთავრობისა და
სამოქალაქო საზოგადოების
თანამშრომლობის
მუდმივმოქმედი მექანიზმი,
პარტნიორობის არაერთ
ღონისძიებაზე საუკეთესო
პრაქტიკად განიხილება.
შესაბამისად, OGP-ის
წარმომადგენლებისთვის
საინტერესოა ზემოთ
მოცემული თემების ფორუმის
ფარგლებში განხილვა.
აღნიშნულის
გათვალისწინებით,
შეხვედრაში ფორუმის
თითოეული წევრის აქტიური
მონაწილეობა
უმნიშვნელოვანესია.
შესაბამისად, გთხოვთ,
მონიშნოთ 4 აპრილის 10:00-13:00
საათი თქვენს კალენდარში და
ამასთანავე, დასწრება
დაგვიდასტუროთ ამ
ბმულზე არაუგვიანეს 29
მარტისა.
პატივისცემით,
ღია მმართველობა
საქართველოს სამდივნო
ანალიტიკური დეპარტამენტი
[Description: Description: Description: Description: Description:
Description: Description: Description: Description: Description:
Description: Description: Description: Description: Description:
Description: Description: Logotype_Georgian]
გორგასალის 24ა,
თბილისი, 0114, საქართველო
ტელ.: (995 32) 240 18 04
ogpgeorgia@justice.gov.ge
www.justice.gov.ge