From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : Ivane Bibilashvili <ibibilashvili@moh.gov.ge>
Subject : Fwd: ჩინეთთან შეთანხმების პროექტი
Cc : nanalia@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge mmkurnali@moh.gov.ge
Received On : 27.12.2017 11:39
Attachments :

ბატონო დავით,

 

მოგახსენებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის 2017 წლის  3 ივლისის № 01/43326 წერილით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეთხოვა, ჩინეთის მხარესთან მოლაპარაკებების კოორდინაცია ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ნოტების გაცვლის გზით შეთანხმების პროექტის ხელომოწერისა და შემდგომში, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გატარების მიზნით.

შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციას  შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით:

„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტი ინიცირებულია ჩინეთის მხარის მიერ - 18.07.2016.

პროექტის მიმართ განხორციელდა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები, გამოიცა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ნოემბრის N2461 განკარგულება, ნოტების გაცვლის გზით მოლაპარაკების გამართვის თაობაზე და 2016 წლის 15 დეკემბერს შეთანხმების პროექტის ჩასწორებული ტექსტი განსახილველად გაეგზავნა ჩინეთის მხარეს N01/45186 ნოტით.

2017 წლის 13 აპრილს N28/17 ნოტით ჩინეთის მხარემ მოგვმართა თხოვნით, რათა უცვლელი დარჩეს ჩინეთის მხარის მიერ მოწოდებული პირველადი პროექტი.

2017 წლის 18 აპრილს N01/13860 წერილით, ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე მიეწოდა საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

2017 წლის 3 ივლისს N01/43326 წერილით ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვმართა თხოვნით, რათა უზრუნველვყოთ ჩინეთის მხარესთან მოლაპარაკების პროცესის კოორდინაცია.

ტექსტში შევიდა რიგი ცვლილებები. მათ შორის ცვლილება, რომელიც ეხება შეთანხმების რატიფიცირების საკითხს და რასაც არ ეთანხმება ჩინეთის მხარე. კერძოდ,  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი პროექტის მე-3 პუნქტი შეიცავს დებულებებს, რომელიც ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილისაგან განსხვავებული საგადასახადო შეღავათების გამოყენების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად, შეთანხმება უნდა წარმოადგენდეს რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას.

გაიმართა კონსულტაციები ჩინეთის მხარესთან (ერთი შეხვედრა ელჩთან, ერთი შეხვედრა ელჩის მოადგილესთან და ერთი შეხვედრა ეკონომიკურ და კომერციულ საკითხებში მრჩევლის ოფისთან). კონსულტაციების შედეგად ჩინეთის მხარეს ეცნობა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად, წინამდებარე შეთანხმება, მისი ძალაში შესვლისათვის საჭიროებს პარლამენტის მიერ რატიფიცირებას.

2017 წლის 10 ოქტომბერს ჩინეთის მხარეს ოფიციალურად გაეგზავნა ქართული მხარის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით (შეთანხმების პროექტი შესაბამისი ცვლილებებით). საკითხის დარეგულირების მიზნით დაგეგმილია მორიგი შეხვედრა ჩინეთის მხარესთან იანვრის მეორე ნახევარში“.

პატივისცემით,

 

მაია
 

Maia Nikoleishvili MPA

Chief Specialist of International Relations Division

HR Management and International Relations Department
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2510034 (0803)
Cell phone: +995 577272713
E-mail: mnikoleishvili@moh.gov.ge

-----Original Message-----
From: Levan Tsurtsumia
To: Maia Nikoleishvili
Date: Wed, 27 Dec 2017 09:38:46 +0000
Subject: ჩინეთთან შეთანხმების პროექტი

მაიკო,

 

გიგზავნით მოკლე ინფორმაციას ჩინეთთან ფსიქიატრიული საავადმყოფოს მშენებლობის თაობაზე შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით.

 

სს

 

ლევანი

 

 

Levan Tsurtsumia

Deputy Director

International Law Department

Ministry of Foreign Affairs of Georgia

Tel: +995 32 2 94 50 00 (ext: 2008)

4, Chitadze str, Tbilisi

Description: 
cid:image001.png@01CCF7AC.93F8E660

P   Please consider your environmental responsibility before printing this e-mail