მოგესალმებით ბატონო
დავით,
თქვენის
ნებართვით, მინდა
წარმოგიდგინოთ ''მინისტრის
ხედვის'' ვარიანტი, რომელიც
ეხება ჯანდაცვის
სამსახურების ხარისხის
კონტროლის ზოგად
სტრატეგიულ კონცეფციას.
აღნიშნული
წარმოდგენილია პრეზენტაციის
ფორმატში ინგლისურ ენაზე და
თქვენი შესწორებებისა და
დამატებების შემდგომ
შესაძლებელი იქნება
წარუდგინოთ ჩვენი პარტნიორი
ქვეყნების შესაბამის
სამსახურებს.
ამ
მიმართულებით გარკვეული
პირველადი არხების გაჭრის
ზონდირება ჩემს მიერ იქნა
განხორციელებული და
საფრანგეთის, ლიტვის,
ლატვიის, ესტონეთის,
თურქეთის, პოლონეთისა და
იაპონიის საელჩოს
წარმომადგენლებმა გამოხატეს
მზადყოფნა ჯანდაცვის
ზოგადად, ხოლო სამედიცინო
სერვისების ხარისხის კონტროლის
კუთხით
კონკრეტული ინტერესი. ასევე,
მათთან მიმოწერისას
გავაჟღერე დაინტერესება
სტრატეგიული განვითარების
დეპარტამენტის სტრუქტურისა
და ფუნქციების, სისხლის
ბანკის მონაცემთა ბაზისა და
სისხლის ბანკის ნარჩენების
მართვის მოწინავე ქვეყნების
გამოცდილების კუთხით.
თქვენი
ნებართვის შემთხვევაში,
პერსპექტიულად მეჩვენება
აღნიშნული მიმართულებით
სამუშაოების გაგრძელება, რაც
საშუალებას მოგვცემს:
1. გაზიარებულ
იქნას პარტნიორ ქვეყნების
გამოცდილება;
2. მოზიდუ�
� იქნას გარკვეული
სახელმწიფო თუ
არასახელმწიფო გრანტები;
3. პარტნიორი
ქვეყნების დაფინანსებით
მოთხოვნილ იქნას შესაბამისი
მომზადების ინსტიტუციები;
4. მოწინავე
ქვეყნების ჯანდაცვის
სისტემებთან თავსებადობის
გაღრმავება.
ასევე,
მოგახსენებთ, რომ მზადდება
მოწოდებული პრეზენტაციის
ქართული ვარიანტი, სადაც
გათვალისწინებული იქნება
თქვენი შენიშვნები და
მითითებები, რაც საბოლოო
ჯამში სტრატეგიული
კონცეფციიდან სამოქმედო
გეგმაზე გადასვლის
საშუალებას მოგვცემს.
--
David Bodokia
Advisor to the Minister
Ministry of Labour,
Health and Social Affairs
of Georgia
144, Ak. Tsereteli ave.,
0159, Tbilisi, Georgia