From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : toko_sulaberidze2005@yahoo.com
Subject : Fwd: EU 2015/1787 დირექტივის შესახებ
Cc : Anna Shaishmelashvili <a.shaishmelashvili@eu-nato.gov.ge>; mmkurnali@moh.gov.ge
Received On : 29.09.2017 14:17


-----Original Message-----
From: Marine Baidauri
To: "t.sulaberidze@eu-nato.gov.ge" , "a.shaishmelashvili@eu-nato.gov.ge"
Cc: Maia Nikoleishvili , Natia Nogaideli
Date: Fri, 29 Sep 2017 13:57:53 +0000
Subject: EU 2015/1787 დირექტივის შესახებ

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, ჩვენს პოზიციას ევრროდირექტივა 98/83/ EC (ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ) ცვლილებების გათვალისწინებით (2015/1787) დაახლობის საკითხთან დაკავშირებით:

 

ამ ეტაპზე აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით“ (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის 58 დადგენილება). მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი მომზადებულია

WHO-ს რეკომენდაციების საფუძველზე, არსებობს გარკვეული შეუსაბამობები 98/83/ EC ევროდირექტივასთან, ამდენად, ამ დოკუმენტის ცვლილების, ან ევროდირექტივასთან მიახლოების მიზნით ახალი რედაქციით გამოცემის მიზანშეწონილება ეჭვგარეშეა.

 

ამასთან ზემოაღნიშნული დირექტივის ცვლილების (2015/1787) შესაბამისად, ასევე მიზანშეწონილია ახალ ტექნიკურ რეგლამენტში გაიწეროს რისკის შეფასებაზე დაფუძნებული მონიტორინგის წესი და ჯერადობა, რაც კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება მიახლოებისთვის.

 

ამასთან, მნიშვნელოვანია მულტისექტორული შეხვედრის რეჟიმში განხილულ იქნეს საკითხი რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების (მონიტორინგის პროგრამების განხორციელების შესახებ) შესრულებისთვის დროში გაწერილი გეგმის შესათანხმებლად, რადგან სასმელი წყლის კონტროლი წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციას და ხორციელდება შესაბამისი პროგრამული დაფინანსების საშუალებით. მონიტორინგის ახალი წესი კი დღის წესრიგში დააყენებს აღნიშნული დაფინანსების გაზრდის საჭიროებას.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მზად არის მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი საკითხის შესათანხმებლად გამართულ შეხვედრაში, მით უფრო, რომ საქმე გვაქვს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო წყლით უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელ აქტივობებს.

 

პატივისცემით,

მარინე ბაიდაური

 

Marine Baidauri

 

Chief Specialist

Regulations Division of Health Care Department

Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia

144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia
Cell phone: +995 591103061
E-mail: mbaidauri@moh.gov.ge