| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Natia Nogaideli |
| Subject : | Fwd: FRANCE Mr Vergnac Franck Directeur société Memoire-Red et Madame myriam Katsitadze |
| Cc : | Mariana Mkurnali; mdarakhvelidze@moh.gov.ge |
| Received On : | 17.08.2017 10:08 |
| Attachments : |
ნათია გამარჯობა,
გაცნობებთ, რომ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს შუამგომლობით დაგვიკავშირდა Société MÉMOIRE-RED- ის დირექტორი ფრანკ ვერნიაკი და მისი ქართველი კოლეგა მაია კაციტაძე, რომლებიც გეგმავენ ჰუმანიტარული ასოციაციის (ONG) პროექტის დანერგვას საქართველოში. აღნიშნული პროექტის მიზანია თბილისსა და რეგიონებში სარეაბილიტაციო ცენტრების ჩამოყალიბება, რომლებიც მიმართული იქნება ალზჰაიმერით დაავადებულ პირთა კოგნიტიური სტიმულირების გა ძლიერებისკენ.
აღნიშნულმა პირებმა მოგვმართეს თხოვნით, სამინისტროს შესაბამის წარმომადგენელთან შეხვედრის ორგანიზების თაობაზე. შეხვედრის მიზანია სარეაბილიტაციო ცენტრების გახსნასთან დაკავშირებული რეგულაციების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება.
გთხოვთ, გვაცნობოთ თქვენთვის მისაღები დრო 18 ან 21 აგვისტოს, რათა ვუზრუნველყოთ შეხვედრის ჩანიშვნა.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.
პატივისცემით,
მაიკო
Maia Nikoleishvili MPA
Chief Specialist of International Relations Division
HR Management and International
Relations Department
Ministry of Labour, Health and Social Affairs of
Georgia
144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32
2510034 (0803)
Cell phone: +995 577272713
E-mail:
mnikoleishvili@moh.gov.ge
-----Original Message-----
From: memoire red
To: "mmkurnali@moh.gov.ge", "mnikoleishvili@moh.gov.ge" , Besarion Jghenti , "myriam.katsitadze@laposte.net"
Date: Sun, 14 May 2017 15:43:43 +0000
Subject: FRANCE Mr Vergnac Franck Directeur société Memoire-Red et Madame myriam Katsitadze
![]()
მოგესალმებით ქალბატონო მაია, ქალბატონო მარიამ.მე გახლავართ ბატონი ფრანკ ვერნიაკი Société MÉMOIRE-RED ის დირექტორი.ამა წლის ზაფხულში მე დავუკავშირდი საქართველოს საელჩოს საფრანგეთში, ბატონ ბესარიონ ჟღენტს, რათა მისთვის შემეთავაზებინა წინადადება და ჩემი დიდი სურვილი საქართველოში ჩემი პროექტის ჩამოტანის და შემდგომი განვითარების თაობაზე. ამავე წლის 5 მაისს ბატონმა ბესარიონ ჟღენტმა მომაწოდა თქვენი კოორდინატები და დამიდასტურა, რომ პროექტით დაინტერესებულია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის სამინისტრო.რაც შეეხება ჩემს პროექტს, დღესდღეობით MÉMOIRE-RED ი მუშაობს და მონაწილეობას იღებს კლინიკურ დაკვირვებებში სპეციალიზირებულ არასამედიცინო თუ სამედიცინო ცენტრებში ალზჰაიმერით დაავადებულ პირთა კოგნიტიური სტიმულირების გასაძლიერებლად და ამ დაავადების სწრაფი განვითარების პროცესის შესაჩერებლად.რამოდენიმე წელია მე ვთანამშრომლობ ქალბატონ მაია კაციტაძესთან, ჩვენ ერთად ჩავუყარეთ საფუძველი ჰუმანიტარული ასოციაციის (ONG ) პროექტს. ქალბატონი მაია კაციტაძე რამოდენიმე წელია მუშაობს კოგნიტიური სტიმულაციის სფეროში, ასევე აქვს აუტიზმის , ასპაირგერის, დაუნის სინდრომის სფეროებში მუშაობის დიდი გამოცდილება.ჩვენი დიდი სურვილი და მიზანია ჩამოვიტანოთ საქართველოში ჩვენი პროექტი ჰუმანიტარული ასოციაციის (ONG ) სახით. თბილისში, ასევე რაიონულ ცენტრებში დავნერგოთ, ჩამოვაყალიბოთ მიმღები ცენტრები, ფორმირება გავუწიოთ მათ, ვინც შემდგომში შეძლებს ჩვენი პროგრამით მუშაობას ჯგუფებთან თუ ინდივიდუალურ პირებთან.რათქმაუნდა ამ პროექტის ჩამოსაყალიბებლად და განსახორციელებლად საჭიროდ მიგვაჩნია საქართველოს ჯანდაცვასთან და სოციალურ სამსახურთან, აგრეთვე ჟერონტოპოლოგიურ ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობა.აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ კავშირი გვაქვს საქართველოში ერთ -ერთ წამყვან ნევროლოგთან, რათა მოვიპოვოთ რაც შეიძლება მეტი ციფრული მონაცემები ყველა იმ სფეროში, რაც ჩვენს მიზანს წარმოადგენს.ქალბატონო მაია, ქალბატონო მარიამ,დღესდღეობით მოგმართავთ თქვენ ამ წერილით, სადაც რათქმაუნდა ვერ გავავრცელებ ყველა დაწვრილებით ინფორმაციას, ამიტომ მსურს შემოგთავაზოთ პირისპირი შეხვედრა დაწვრილებითი დეტალებისა და პირობების განსახილველად.მე და ქალბატონი მაია კაციტაძე ვგეგმავთ საქართველოში ჩამოსვლას ამა წლის აგვისტოში. გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი წინადადება ჩემი წერილის საპასუხოდ, რათა დავთქვათ შეხვედრის თარიღი 2017 წლის 1 დან 20 აგვისტომდე. რათქმაუნდა თქვენი დროისა და სურვილის გათვალისწინებით.უღრმესი მადლობა წინასწარ გულისხმიერებისა და ყურადგებისთვის ჩვენი წინადადების მიმართ. იმედია რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, რათა საფუძველი ჩავუყაროდ ქართულ - ფრანგული ხიდის მშენებლობას, კიდევ უფრო გავამყაროდ ჩვენს ქვეყნებს შორის დიდი ხნის ლამაზი ურთიერთობა.P. S. შეგიძლიათ გვიპასუხოდ ქართულად, ჩვენი კოორდინატები :
France le 13.05.2017
Envoyé à partir d’ Outlook