From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : sbelkania@moh.gov.ge
Subject : Fwd: RE: DEED OF LICENCE
Cc : Mariana Mkurnali
Received On : 16.08.2017 07:44
Attachments :

სოფო,

საგარეოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, პიქტოგრამებთან დაკავშირებული ლიცენზიის გაცემის ხელშეკრულება არ საჭიროებს "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" კანონით დადგენილი პროცედურების გატარებას.

პატივისცემით,

მაიკო

-----Original Message-----
From: Khuta Salia
To: "mnikoleishvili@moh.gov.ge"
Cc: Levan Tsurtsumia
Date: Wed, 16 Aug 2017 07:37:19 +0000
Subject: RE: DEED OF LICENCE

გამარჯობა მაია,

 

გავეცანით ლიცენზიის გაცემის ხელშეკრულების პროექტს. 1.3 მუხლის თანახმად, იგი რეგულირდება ავსტრალიის კანონმდებლობის შესაბამისად, რაც გამორიცხავს მის რეგულირებას საერთაშორისო სამართლის ნორმებით და შესაბამისად იგი არ საჭიროებს "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" კანონით დადგენილი პროცედურების გატარებას.

 

საუკეთესო სურვილებით,

ხუტა

 

 

Huta Salia (Mr.)

__________________________________________________________

International Law Department

Ministry of Foreign Affairs of Georgia

Sh. Chitadze str. 4, Tbilisi 0118, Georgia

(+995) 599 70 81 49

(+995 32) 2 94 50 00 (Extension 20-07)

P   Environmental Responsibilities

 

From: Levan Tsurtsumia
Sent: Wednesday, August 16, 2017 10:44
To: Khuta Salia
Subject: FW: DEED OF LICENCE

 

 

 

From: Maia Nikoleishvili [ mailto:mnikoleishvili@moh.gov.ge]
Sent: Wednesday, August 16, 2017 10:07 AM
To: Levan Tsurtsumia < ltsurtsumia@mfa.gov.ge>
Subject: DEED OF LICENCE

 

გამარჯობა ლევან,


„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2018 წლის 1 მაიასამდე  უნდა დაამტკიცოს თამბაქოს ნაწარმის კოლოფზე/ ბლოკსა და შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილების ნიმუშები, რომელიც უნდა
მოიცავდეს თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერის შესაბამის პიქტოგრამას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შუამდგომლობით მოხდა ავსტრალიის მთავრობის შესაბამის უწყებასთან დაკავშირება და შეირჩა 7 გრაფიკული სამედიცინო გამოსახულება (პიქტოგრამა), რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება საქართველოს კონტექსტს. იმისათვის, რომ ქვეყანამ დროულად შეძლოს შერჩეული პიქტოგრამების შესაბამისი ნორმატიული აქტით დამტკიცება, საჭიროა ავსტრალიის მთავრობასთან გაფორმდეს შეთანხმების დოკუმენტი.

მინისტრის დავალების თანახმად, გვეთხოვა თქვენ უწყებასთან გადაგვემოწმებინა ლიცენზიის გაცემის ხელშეკრულების ხელმოწერისთვის რაიმე პროცედურების გატარება ხომ არ არის საჭირო.

გთხლვთ, გადახედოთ თანდართულ დოკუმენტს და გვაცნობოთ თქვენი პოზიცია ზემოაღნიშნულის თაობაზე.

წინასწარ გიხდით მადლობას.

პატივისცემით,

მაია
 

Maia Nikoleishvili MPA

Chief Specialist of International Relations Division

HR Management and International Relations Department
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2510034 (0803)
Cell phone: +995 577272713
E-mail: mnikoleishvili@moh.gov.ge