სოფო საღამო მშვიდობისა,
დღეს საღამოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დამიკავშირდა
უკრაინის მემორანდუმის, კერძოდ - „საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო
საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსა და უკრაინის მედიცინისა და
ნარკოტიკების კონტროლის სახელმწიფო სამსახურს შორის წამლების ხარისხის
კონტროლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმის ხელმოწერის
საკთხზე.
27 ნოემბერს დაგეგმილია უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართელოში.
უკრაინის მხარის სურვილია, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწეროს
ზემოხსენებულ მემორანდუმს. ამ ვიზიტზე უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი არ
გეგმავს ჩამოსვლას, თუმცა, ვინაიდან მემორანდუმის ხელმოწერის საკითხი დადგა
დღის წესრიგში, სავარაუდოდ, (საგარეოს ინფორმაციით) გია თვალავაძის
ქაუნთერფართი ჩამოვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმირების მიზნით, საგარეო
საქმეთა სამინისტროს ხვალ 12:00 საათამდე ესაჭიროება ჩვენი უწყების საბოლოო
პოზიციას მემორანდუმის ხელმოწერასთან დაკავშირებით.
როგორც იცი, მემორანდუმის ტექსტი განხილულ იქნა სამინისტროს შესაბამის
დეპარტამენტებსა და რეგულირების სააგენტოში. შენიშვნები განახლებულ ტექსტზე
არ გვაქვს. თუმცა, დადებით პოზიცია მემორანდუმის ხელმოწერაზე ჯერ არ
გაგვიგზავნია, ვინაიდან ბატონმა მინისტრმა მოითხოვა დასაბუთება
მემორანდუმით გათვალისწინებული დებულებების აღსრულების მიზნით
გამოწვეული ხარჯებისა და უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტების რაოდენობის
თაობაზე. გთხოვ, იხილე რეგულირების სააგენტოს მეილი, სადაც
წარმოდგენილია მოთხოვნილი ინფორმაცია.
საუკეთესო სურვილებით,
მაიკო
-----Original Message-----
From: "Lali Davitaia"
To: "Maia Nikoleishvili"
Date: Mon, 20 Nov 2017 12:58:49 +0400
Subject: Re: უკრაინის მემორანდუმის თაობაზე
მოგესალმებით ქალბატონო
მაია,
ბოდიშს გიხდით
დაგვიანებისათვის, მაგრამ
კონსულტაცია გავიარე ისევ
სააგენტოს ფინანსურ
განყოფილებასთან.საბოლოოდ
შევთანხმდი შემდეგზე:
უკრაინის წამლებისა და
ნარკოტიკების კონტროლის
სახელმწიფო სამსახური
და
საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის
სამინისტრო
სშორის
წამლების ხარისხის
კონტროლის სფეროში
თანამშრომლობაზე
ურთიერთშეთანხმების
მემორანდუმის
გაფორმებასთან
დაკავშირებულ
ხარჯებთან
1. მემორანდუმი
ითვალისწინებს ისეთ
საკითხებს, როგორიცაა
ინფორმაციის გაცვლა
წამლების ხარისხთან
დაკავშირებული მხარეების
ეროვნულ კანონმდებლობის
შესახებ, ასევე,
ინფორმაციის გაცვლა
ნარკოტიკული საშუალებების,
ფსიქოტროპული
ნივთიერებების და
პრეკურსორების უკანონო
ვაჭრობის სახელმწიფო
კონტროლთან
დაკავშირებით.
აღნიშნული ინფორმაციების
გაცვლა შესაძლებელია
ინტერნეტის მეშვეობითაც
და არ საჭიროებს სააგენტოს
ბიუჯეტიდან სახსრების
გამოყოფას;
2. მემორანდუმი
ითვალისწინებს ასევე,
ექსპერტების გაცვლას
წამლების
ხარისხის კონტროლის
სისტემაში არსებული
გამოცდილების
გასაზიარებლად
და ისეთ აქტივობებს,
რომლებიც მოიცავენ
სემინარებს, ტრეინინგებს,
მრგვალი მაგიდის
დისკუსიებს, ასევე,
მრავალმხრივ კომპლექსურ
კვლევებს.
აღნიშნული ნაწილის
განსახორციელებლად საჭირო
იქნება დამატებითი
საბიუჯეტო თანხა.
კერძოდ:
გამომდინარე მემორანდუმის
პირობიდან, რომ თითოეულმა
მხარემ უნდა
დაფაროს თავისი ხარჯები,
რომლებიც გამომდინარეობენ
ურთიერთშეთანხმების
მემორანდუმით
გათვალისწინებული
აქტივობების
შესრულებისას, დასაშვებია
უშუალო შეხვედრა ჩვენი
მხრიდან განხორციელდეს
ორ წელიწადში
ერთხელ,(იგულისხმება, რომ
ერთ წელიწადს ჩამოვა
უკრაინის
წარმომადგენლები, მეორე
წელს ჩავა უკრაინაში
ქართული . ჩამსვლელთა
ოდენობას თუ განვსაზღვრავთ
მინიმუმ 5 ადამიანით,
გათვალისწინებით
სამივლენებო ხარჯების (
გათვლით 3 დღეზე) საჭირო
იქნება:
ერთ ადამიანზე ბილეთი
საშუალოდ 1000 ლარი, 5
ადამიანზე-5000 ლარი’
სასტუმროს ღირებულება ერთი
ადამიანი ერთ დღე-ღამეში-185
$+დღიური
თანხა 35$. 5 ადამიანზე 3 დღით
საერთო თანხა შეადგენს (220*5*3)
3300
$.
სულ 5 ადამიანს 2 წელიწადში
ერთხელ დასჭირდება;
მგზავრობა საშუალოდ 5000 ლარი
(დოლარის კურსის
გათვალისწინებით);
სასტუმრო და ყოველდღიური
თანხა 3 დღით---------3300 $.
ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს
ვერ დავითვლით.
პატივისცემით,
ლალი დავითაია
რეგულირების სააგენტო
ფარმაცევტული საქმიანობის
დეპარტამენტი
-----Original Message-----
From: "Maia Nikoleishvili"
To: "Lali Davitaia"
Date: Tue, 14 Nov 2017 18:51:19 +0400
Subject: უკრაინის მემორანდუმის
თაობაზე
> ქალბატონო ლალი,
> მოგესალმებით,
>
> მინისტრის დავალების
> თანახმად, გთხოვთ მეილზე
> მომწეროთ დეტალური
> ინფორმაცია „საქართველოს
> შრომის, ჯანმრთელობისა და
> სოციალური დაცვის
> სამინისტროს სსიპ
> სამედიცინო საქმიანობის
> სახელმწიფო რეგულირების
> სააგენტოსა და უკრაინის
> მედიცინისა და
> ნარკოტიკების
> კონტროლის სახელმწიფო
> სამსახურს შორის წამლების
> ხარისხის კონტროლის
> სფეროში
> თანამშრომლობის შესახებ“
> ურთიერთგაგების
> მემორანდუმით
> გათვალისწინებული
> დებულებების აღსრულების
> მიზნით წელიწადში რამდენ
> ვიზიტს (თანამშრომელთა
> რაოდენობა) გეგმავთ, რა
> იქნება ამ ვიზიტის მიზანი,
> რა
> თანხა დაჯდება ეს ვიზიტი.
>
> პატივისცემით,
>
> მაია
>
>
> Maia Nikoleishvili MPA
>
> Chief Specialist of International Relations Division
> HR Management and International Relations Department
> Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
> 144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia
> Tel.: +995 32 2510034 (0803)
> Cell phone: +995 577272713
> E-mail: mnikoleishvili@moh.gov.ge