| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Natia Nogaideli |
| Subject : | Fwd: TR: FRANCE Mr Vergnac Franck Directeur société Memoire-Red et Madame myriam Katsitadze |
| Cc : | Mariana Mkurnali |
| Received On : | 20.06.2017 12:19 |
| Attachments : |
ნათია,
გიგზავნით Société MÉMOIRE-RED– ის დირექტორის ფრანკ ვერნიაკის მეილს. გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ წერილს და გვაცნობოთ თქვენი მოსაზრებები მეილში დასმული საკითხების თაობაზე.
პატივისცემით,
მაიკო
-----Original Message-----
From: memoire red
To: "mmkurnali@moh.gov.ge", "mnikoleishvili@moh.gov.ge"
Date: Thu, 15 Jun 2017 16:18:42 +0000
Subject: TR: FRANCE Mr Vergnac Franck Directeur société Memoire-Red et Madame myriam Katsitadze
Hello, I will send you message again in order to give you back my email addressmemoirered@outlook.frA mistake in our previous Courier on this email addressThank you for contacting us to set up an appointment we will be present in Georgia in August.Sincerely, Mr Vergnac Franck
France le 13.05.2017
Envoyé à partir d’ Outlook
De : memoire red
Envoyé : dimanche 14 mai 2017 17:43
À : mmkurnali@moh.gov.ge; mnikoleishvili@moh.gov.ge; Besarion Jghenti; myriam.katsitadze@laposte.net
Objet : FRANCE Mr Vergnac Franck Directeur société Memoire-Red et Madame myriam Katsitadze![]()
მოგესალმებით ქალბატონო მაია, ქალბატონო მარიამ.მე გახლავართ ბატონი ფრანკ ვერნიაკი Société MÉMOIRE-RED ის დირექტორი.ამა წლის ზაფხულში მე დავუკავშირდი საქართველოს საელჩოს საფრანგეთში, ბატონ ბესარიონ ჟღენტს, რათა მისთვის შემეთავაზებინა წინადადება და ჩემი დიდი სურვილი საქართველოში ჩემი პროექტის ჩამოტანის და შემდგომი განვითარების თაობაზე. ამავე წლის 5 მაისს ბატონმა ბესარიონ ჟღენტმა მომაწოდა თქვენი კოორდინატები და დამიდასტურა, რომ პროექტით დაინტერესებულია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის სამინისტრო.რაც შეეხება ჩემს პროექტს, დღესდღეობით MÉMOIRE-RED ი მუშაობს და მონაწილეობას იღებს კლინიკურ დაკვირვებებში სპეციალიზირებულ არასამედიცინო თუ სამედიცინო ცენტრებში ალზჰაიმერით დაავადებულ პირთა კოგნიტიური სტიმულირების გასაძლიერებლად და ამ დაავადების სწრაფი განვითარების პროცესის შესაჩერებლად.რამოდენიმე წელია მე ვთანამშრომლობ ქალბატონ მაია კაციტაძესთან, ჩვენ ერთად ჩავუყარეთ საფუძველი ჰუმანიტარული ასოციაციის (ONG ) პროექტს. ქალბატონი მაია კაციტაძე რამოდენიმე წელია მუშაობს კოგნიტიური სტიმულაციის სფეროში, ასევე აქვს აუტიზმის , ასპაირგერის, დაუნის სინდრომის სფეროებში მუშაობის დიდი გამოცდილება.ჩვენი დიდი სურვილი და მიზანია ჩამოვიტანოთ საქართველოში ჩვენი პროექტი ჰუმანიტარული ასოციაციის (ONG ) სახით. თბილისში, ასევე რაიონულ ცენტრებში დავნერგოთ, ჩამოვაყალიბოთ მიმღები ცენტრები, ფორმირება გავუწიოთ მათ, ვინც შემდგომში შეძლებს ჩვენი პროგრამით მუშაობას ჯგუფებთან თუ ინდივიდუალურ პირებთან.რათქმაუნდა ამ პროექტის ჩამოსაყალიბებლად და განსახორციელებლად საჭიროდ მიგვაჩნია საქართველოს ჯანდაცვასთან და სოციალურ სამსახურთან, აგრეთვე ჟერონტოპოლოგიურ ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობა.აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ კავშირი გვაქვს საქართველოში ერთ -ერთ წამყვან ნევროლოგთან, რათა მოვიპოვოთ რაც შეიძლება მეტი ციფრული მონაცემები ყველა იმ სფეროში, რაც ჩვენს მიზანს წარმოადგენს.ქალბატონო მაია, ქალბატონო მარიამ,დღესდღეობით მოგმართავთ თქვენ ამ წერილით, სადაც რათქმაუნდა ვერ გავავრცელებ ყველა დაწვრილებით ინფორმაციას, ამიტომ მსურს შემოგთავაზოთ პირისპირი შეხვედრა დაწვრილებითი დეტალებისა და პირობების განსახილველად.მე და ქალბატონი მაია კაციტაძე ვგეგმავთ საქართველოში ჩამოსვლას ამა წლის აგვისტოში. გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი წინადადება ჩემი წერილის საპასუხოდ, რათა დავთქვათ შეხვედრის თარიღი 2017 წლის 1 დან 20 აგვისტომდე. რათქმაუნდა თქვენი დროისა და სურვილის გათვალისწინებით.უღრმესი მადლობა წინასწარ გულისხმიერებისა და ყურადგებისთვის ჩვენი წინადადების მიმართ. იმედია რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, რათა საფუძველი ჩავუყაროდ ქართულ - ფრანგული ხიდის მშენებლობას, კიდევ უფრო გავამყაროდ ჩვენს ქვეყნებს შორის დიდი ხნის ლამაზი ურთიერთობა.P. S. შეგიძლიათ გვიპასუხოდ ქართულად, ჩვენი კოორდინატები :
France le 13.05.2017
Envoyé à partir d’ Outlook