From : Sophie Guruli <sophie.guruli@undp.org>
To : mmkurnali@moh.gov.ge
Subject : Invitation to the Ambassadorial Working Group (AWG) Meeting / UNDP
Received On : 13.06.2017 07:57
Attachments :

კიდევ ერთხელ მოგესალმებით!

 

როგორც მოგახსენეთ, ა/წ 6 ივლისს იგეგმება საქართველოში აკრედიტებული ელჩების სამუშაო ჯგუფის (Ambassadorial Working Group – AWG) მორიგი შეხვედრა, სადაც ელჩების თხოვნით გვსურს მოვიწვიოთ ბ-ნი დავით სერგეენკო სტუმრის/სპიკერის სტატუსით. ელჩების შეხვედრა მინისტრთან მიეძღვნება შრომის უსაფრთხოების საკითხებს და სამინისტროს საქმიანობას და გეგმებს ამ მიმართულებით.   

 

AWG უკვე რამდენიმე წელია რეგულარულად იკრიბება და დახურულ ფორმატში მართავს შეხვედრებს მთავრობის წარმომადგენლებთან, პარლამენტის წევრებთან და არასამთავრობო სექტორთან, რათა მათგან მოისმინოს ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური მოვლენების შესახებ ინფორმაცია და შეფასებები. შეხვედრებს კოორდინაციას უწევს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ევროპის საბჭო.

 

6 ივლისის შეხვედრა გაიმართება გაეროს სახლში, 11:00-12:15 სთ-ზე. პირველი 30-45 წუთი დაეთმობა ბატონ მინისტრს მოხსენებისთვის და შემდგომ შეხვედრა გაგრძელდება კითხვა-პასუხის ფორმატში. როგორც საუბარში აღვნიშნე, აუცილებლობის შემთხვევაში შეგვიძლია ვუზრუნველვყოთ ქართულ-ინგლისური თარგმანიც.

 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და ველით თქვენგან გამოხმაურებას.

 

 

პატივისცემით,

 

სოფო გურული

 

 

cid:image002.png@01CCA551.1A3C5F80

Sophie Guruli

Project Manager

United Nations Development Programme in Georgia

Project "Strengthening Parliamentary Democracy in Georgia"

Tbilisi 0118, Georgia

Tel: (+995 32) 299 02 80

Cell: (+995 599) 50 50 33

www.ge.undp.org