From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : Mariana Mkurnali
Subject :
Received On : 09.11.2017 13:24

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის
დირექტორს ქალბატონ თეა მაისურაძეს
 

ქალბატონო თეა,

თქვენი 2017 წლის 7 ნოემბრის № 01/40768 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, კომპეტენციის ფარგლებში, „სამშვიდობო ოპერაციებისა და ბავშვი ჯარისკაცების გამოყენებისა და რეკრუტირების პრევენციის თაობაზე“ ვანკუვერის პრინციპებზე მიერთებასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო პოზიცია არ გააჩნია.

პატივისცემით,