From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : ashaishmelashvili@mfa.gov.ge
Subject : RE: მოკლევადიანი პრიორიტეტი_ცალკე გატანილი აქტივობა_სოციალური
Cc : Nino Odisharia; Tea Gvaramadze; Elza Jgerenaia; Lika Klimiashvili; Mariana Mkurnali
Received On : 13.04.2018 09:03
Attachments :

ანა,

 

სოციალური დაცვის დეპარტამენტთან და შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტთან შეთანხმებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია 79/7/EEC დირექტივა დარჩეს შრომის ნაწილში.

ვინაიდან, შრომისა და სოციალური დაცვის საკითხებზე ერთი სამინისტროა პასუხისმგებელი, შესრულების შედეგში ასახული იქნება როგორც შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის, ისე სოციალური დაცვის დეპარტამენტის მიერ გატარებული აქტივობები, მათ კომპეტენციაში შემავალი დირექტივების საქართველოს კანონმდებლობაში ტრანსპოზიციასთან დაკავშირებით.

იმის გათვალისწინებით, რომ სამოქმედო გეგმაში უკეთ წარმოგვეჩინა 79/7/EEC დირექტივის შესრულება, შესაბამისი აქტივობის შესრულების შედეგში დაემატა „სოციალური დაცვა“ და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „საქართველოს კანონმდებლობა დაახლოებულია შრომის სამართლის, სოციალური დაცვის, დისკრიმინაციის აკრძალვისა და გენდერული თანასწორობის სფეროს სამართლებრივ ინსტრუმენტებთან საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის XXX დანართის შესაბამისად“.

 

პატივისცეცმით,

 

From: Ana Shaishmelashvili [mailto:ashaishmelashvili@mfa.gov.ge]
Sent: Thu
rsday, April 05, 2018 4:46 PM
To: Nino Odisharia
Cc: Maia Nikoleishvili
Subject: RE:
მოკლევადიანი პრიორიტეტი_ცალკე გატანილი აქტივობა_სოციალური

 

ნუცი, გამარჯობა,

 

ისევ იმ დასამატებელი აქტივობის თაობაზე გწერთ, ვიფიქრე და იქნებ მართლა ცალკე გავიტანოთ ის 79/7/EEC დირექტივა, თუ სხვა ახალს ვერ ვამატებთ.

 

აბა ნახეთ, მიბმულ ფაილში არის ჩემი შემოთავაზებული ვარიანტი, მანდვე ჩაასწორეთ,   როგორც ჩათვალოთ საჭიროდ, დაგვიდასტურეთ და  ჩავსვამთ.

 

(ეს ის მუხლი იყო, რომელზეც ითხოვდნენ აქტივობას. პრინციპში, აღნიშნული დირექტივა სწორედ სოციალური უსაფრთხოების საკითხებზე ქალის და კაცის თანაბარი მოპყრობის პრინციპებს უზრუნველყოფს და ვფიქრობ, შეიძლება ცალკე გამოვიტანოთ და შესრულების მხრივაც, თვალსაჩინო იქნება)

2.2 დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა და ინსტიტუტების გაძლიერება

თანასწორი მოპყრობა

 

მოკლევადიანი პრიორიტეტები

 

·         გენდერული თანასწორობის გაუმჯობესება და სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა, ისევე როგორც უმცირესობის წარმომადგენელთა თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა, მათი რელიგიის ან რწმენის, ეთნიკური ან ეროვნული წარმომავლობის, რასის, სქესის, ენის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, შესაძლებლობის ან სხვა გარემოების მიუხედავად 

 

 

თქვენს პასუხს დაველოდებით,

საუკეთესო სურვილებით,

 

    ანა

 

 

MFA

 

Anna Shaishmelashvili

 European Integration Coordination Department

 

Ministry of Foreign Affairs of Georgia

0118 Georgia, Tbilisi, Sh.Chitadze str.4

Cell: (+995) 577 10 20 18

E-mail: a.shaishmelashvili@eu-nato.gov.ge

Web: http://www.mfa.gov.ge/