| From : | Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Buachidze <gbuachidze@mfa.gov.ge>; nodisharia@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge>; mnikoleishvili@moh.gov.ge |
| Subject : | RE: სასწრაფო - რუსეთთან საპენსიო უზრუნველყოფა |
| Cc : | Giorgi Kobakhidze <gkobakhidze@mfa.gov.ge>; Levan Tsurtsumia <ltsurtsumia@mfa.gov.ge> |
| Received On : | 16.01.2018 09:28 |
| Attachments : |
კოლეგებო მოგესალმებით,
განვიხილეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული შეთანხმების პროექტი, თანდართული ფორმულარებით, რომელიც მომზადებულია 1997 წლის 16 მაისის „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში მოქალაქეების გარანტიების შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე. გვინდა აღვნიშნოთ, რომ თავად ამ შეთანხმებით გათვალისწინებული რიგი დებულებები პრაქტიკაში ვერ სრულდება საპენსიო უზრუნველყოფის სისტემებს შორის არსებითი განსხვავების გამო. საქართველოში არსებული საპენსიო სისტემა უნივერსალურია და პენსიის მიღება დამოკიდებულია მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევაზე (ქალები - 60 წელი, მამაკაცები - 65 წელი). შრომის სტაჟის ან სხვა ფაქტორების გათვალისწინება პენსიის დანიშვის დროს არ ხდება. შესაბამისად, მაგალითად ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები (იმისთვის, რომ განისაზღვროს პენსიაზე უფლება, შეღავათების საფუძველზე პენსიის და ნამსახურები წლების ჩათვლით, გათვალისწინებული იქნება სამუშაო (სადაზღვეო) სტაჟი, რომელიც შეძენილია საქართველოს და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად (ასევე ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე), აგრეთვე ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე 1991 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ერთ მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც გადასახლდნენ მეორე სახელმწიფოში და რომლებიც მუშაობენ გადასახლების შემდეგ, პენსიის ოდენობა გამიოთვლება ხელფასიდან (შემოსავლიდან) გამომდინარე, რომელსაც იღებს გადასახლების შემდგომ.
ერთი მხარის მოქალაქეთათვის, რომლებიც მეორე მხარის ტერიტოიაზე გადასახლდნენ, არ უმუშავიათ ან არ გააჩნიათ მუშაობის მინიმალური სტაჟი, რომელიც საჭიროა ხელფასის დასადგენად პენსიის დანიშვნისას იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც გადასახლდნენ, პენსიის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის მუშაკის საშუალი თვიური ხელფასიდან გამომდინარე, რომელიც ახორციელებს ანალოგიურ საქმინობას მისი პენსიის დანიშვნისას დღემდე იმ სახელმწიფოს მხარეს, რომლის ტერიტორიაზეც ისინი გადასახლდნენ.
იმ შემთხვევაში თუ ამ წესით შეუძლებელია საშუალო წლიური ხელფასის დადგენა, პენისიის ოდენობა განისაზღვრება იმ საშუალო თვიური ხელფასის მიხედვით, რომელიც ჩამოყალიბდა პენსიის დანიშვნის დროისათვის იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც გადასახლდა მოქალალე) ვერ სრულდება. ასევე აღსრულების თვალსაზრისით ვერ სრულდება ხელშეკრულების სხვა მუხლებიც.
ამდენად, წარმოდგენილი ადმინისტრაციული შეთანხმების პროექტიც ხელმოწერის შემთხვევაში ვერ შესრულდება.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს დასჭირდება საქართველოში გაწეული შრომითი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება რუსეთის შესაბამის უწყებაში, შეგვიძლია მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ამა თუ იმ ორგანიზაციიდან ან არქივიდან) გადავუგზავნოთ რუსეთის მხარეს, ჩვენს მიერ სტაჟის დადასტურების გარეშე.
პატივისცემით, თათია
Tatia Gvaramadze
Head of Pension and Social Assistance Division
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
144 Ak. Tsereteli ave., 0119, Tbilisi, Georgia
E-mail: tgvaramadze@moh.gov.ge, tatiagvaramadze@yahoo.com
Tel; 251 00 37 (0512)
mob.577 22 28 05
From: Giorgi Buachidze [mailto:gbuachidze@mfa.gov.ge]
Sent: 12 January, 2018 17:54
To: nodisharia@moh.gov.ge; Tea Gvaramadze; sbelkania@moh.gov.ge; Mariana Mkurnali; mnikoleishvili@moh.gov.ge
Cc: Giorgi Kobakhidze; Levan Tsurtsumia
Subject: სასწრაფო - რუსეთთან საპენსიო უზრუნველყოფა
მოგესალმებით,
დანართის სახით გიგზავნით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტის ასლსა და თანდართულ „რუსეთის ფედერაციის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის“ შეთანხმების პროექტს, რომელიც ეხება 1997 წლის 16 მაისის „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში მოქალაქეების გარანტიების შესახებ“ შეთანხმების გამოყენებას. გაცნობებთ, რომ 1997 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ძალაშია და არ მოხდება ახალი შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში მისი მოქმედების შეწყვეტა.
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გთხოვთ ორშაბათისთვის (15 იანვარი) მოგვაწოდოთ ინფორმაცია თუ რამდენად გაუადვილებს და ხელს შეუწყობს აღნიშნული შეთანხმების დადება საქართველოს მოქალაქეებს საპენსიო უზრუნველყოფის კუთხით, ასევე თქვენი კომპეტენციის ფარგლებში გთხოვთ გვაცნობოთ ზოგადად არის თუ არა მიზანშეწონილი ხსენებული შეთანხმების დადება. რაც შეეხება აღნიშნული შეთანხმების დადების პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხს, მისი განსაზღვრა მოხდება დამატებით.
აუცილებლობის შემთხვევაში ასევე შესაძლებელია გაიმართოს უწყებათშორისი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში.
წინასწარ გიხდით მადლობას.
პატივისცემით,
გიორგი ბუაჩიძე
სამმართველოს უფროსი
მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტი
Adress: 4 Chitadze str. 0118, Tbilisi, Georgia
Tel.: (+995 32) 294 5000 (ext. 1702)
Cell: +995 591 01 08 51
Levan Tsurtsumia
Deputy Director
International Law Department
Ministry of Foreign Affairs of Georgia
Tel: +995 32 2 94 50 00 (ext: 2008)
4, Chitadze str, Tbilisi
P Please consider your environmental responsibility before printing this e-mail