From : Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge>
To : Mariana Mkurnali; 'mdarakhvelidze@moh.gov.ge'
Subject : RE: უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტი
Cc : Tea Jikia
Received On : 08.02.2018 13:45

მარიანა,

 

შეთანხმებისამებრ გიგზავნი ინფორმაციას უზბეკეთის დელეგაციასთან შეხვედრის თაობაზე:

12 თებერვალს დილის 10:00 საათზე ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრას დაესწრებიან:

1.      მარინა დარახველიძე -  ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი;

2.      თეა ჯიქია - ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

სამინისტროში შეხვედრა შედგება ბიზნეს ლანჩის შემდგომ. შეხვედრა გაიმართება ორ ეტაპად:

პირველ ეტაპს დაესწრებიან სამინისტროსა და სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტი) წარმომადგენლები. შეხვედრა დაეთმობა ინფორმაციის მიწოდებას ფარმაცევტულ სფეროში არსებული მარეგულირებელი გარემოს, ასევე,  ამ მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე;

მეორე ეტაპი - შეხვედრა ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებლებთან (ზუსტი ნუსხა მწარმოებლების თაობაზე  გვექნება მოგვიანებით).

 

 

პატივისცემით,

 

 

ნათია

 

 

 

 

 

From: Mariana Mkurnali
Sent: Thursday, February 08, 2018 11:04 AM
To: 'mdarakhvelidze@moh.gov.ge'
Cc: Natia Nogaideli; Tea Ji
kia (tjikia@moh.gov.ge)
Subject:
უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტი
Importance: High

 

მოგესალმებით,

 

როგორც მოგეხსენებათ, მ/წლის 12 თებერვალს (ორშაბათს) საქართველოში ჩამოვა უზბეკეთის 10 კაციანი დელეგაცია ვაჭრობის მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით. ამ ვიზიტის მიზანია, ორმხრივი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომის გამართვამდე (იგეგმება აპრილში) და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უზბეკეთში ვიზიტამდე, დეტალურად გაიარონ ქართულ მხარესთან მიმდინარე საკითხები და ახალი პროექტები.

 

აღნიშნულის გათვალიწინებით, 12 თებერვალს დილის 10:00 საათზე ეკონომიკის სამინისტროში მე-9 სართულზე N901 შეხვედრების ოთახში (ჭოველიძის 10ა) დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მხრიდან წაუძღვება მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. ამასთან შეხვედრას დაესწრებიან იმ უწყებათა წარმომადგენლები, ვინც შეხვედრის შემდგომ დეტალურად გაივლის უზბეკურ მხარესთან ამა თუ იმ საკითხს თუ პროექტს.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ დღის ბოლომდე მომაწოდოთ:

 

დანართში მითითებული საკითხის მიხედვით (თქვენი კომპეტენციის ფარგლებში) ვინ დაესწრება ზემოხსენებულ შეხვედრას, რომლის შემდგომაც გაიმართება ბიზნეს ლანჩი და ამის შემდგომ დღის წესრიგის მიხედვით, ჩვენს სტუმარს უნდა გავუკეთოთ ერთი შეხვედრა სამინისტროში, სადაც გავაცნობთ ინფორმაციას იმ საკითხთან დაკავშირებით რაც აღნიშნულია თანამშრომლობის ოქმში და შემდგომ ასევე ჩავუნიშნავთ შეხვედრებს რამოდენიმე მწარმოებელთან. (გთხოვთ, ასევე მოგვწეროთ რეკომენდაცია თუ რომელ მწარმოებელს შევახვედროთ)

 

ასევე ეკონომიკის სამინისტროს თხოვნაა დღის ბოლომდე გადავუგზავნოთ მოკლე ინფორმაცია : თანამშრომლობის ოქმში აღნიშნული საკითხის თაობაზე, თუ რა ინფორმაციის გაცნობას ვაპირებთ ჩვენი ჩამოსული დელეგაციის წევრისათვის იმ შეხვედრაზე რაც გაიმართება სამინისტროში.

 

 

პატივისცემით,

 

 

მარიანა მკურნალი

 

საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 490942