| From : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| To : | Mariana Mkurnali; Natia Khmaladze; Shorena Okropiridze; Nino Odisharia; Natia Nogaideli; mtsereteli@ssa.gov.ge; L.Ebanoidze@ncdc.ge; khgetia@gmail.com |
| Subject : | RE: ფრიად სასწრაფო ! ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის თაობაზე |
| Received On : | 11.05.2018 06:42 |
| Attachments : |
მარი, დილა მშვიდობის,
მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით, ზოგადად წინააღმდეგობრივი პოზიცია არ მაქვს, მხოლოდ მიზანშეწონილია აქცენტი მხოლოდ გაიდლაინის შემუშავებაზე გაკეთდეს (პროგრამების შემუშავება წავშალე რამდენიმე ადგილას). გიგზავნით ჩემ მიერ კორექტირებულ ვარიანტს. ასევე, ვეთანხმები ნუცის გამყრელიძის ხელმოწერასთან დაკავშირებით, თუ ხელს აწერს, უნდა დაემატოს თავში და ბოლოშიც.
საუკეთესო სურვილებით,
ეკა
From: Mariana Mkurnali
Sent: 10 May, 2018 17:53
To: Natia Khmaladze
Subject:
Importance: High
მოგესალმებით,
გიგზავნით სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი „აი ია“-ს წერილს, რომელიც ეხება მიმდინარე წლის 17 მაისს კახეთში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის საკითხს.
კონფერენციის მიზანია საქართველოში სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო ექპსერტებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბება და შემდგომში რეკომენდაციებისა და გაიდლაინის შემუშავება.
გთხოვთ, წერილი განიხილოთ კომპეტენციის ფარგლებში და არაუგვიანეს 14 მაისისა მოგვაწოდოთ თქვენი პოზიცია, ზემოაღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის ხელმოწერის მიზანშეწონილობის თაობაზე და ასევე წარმოგვიდგინოთ თქვენი შენიშვნები და წინადადებები მემორანდუმის ტექსტთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
მარიანა მკურნალი
საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 490942