From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : Gocha Javakhishvili <gjavakhishvili@mfa.gov.ge>
Subject : RE: ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი_11-15 აპრილი
Cc : Gvantsa Abazadze <gabazadze@mfa.gov.ge>; Sopo Belkania;Mariana Mkurnali; Ecaterine Siradze <esiradze@mfa.gov.ge>; Teona Giuashvili <tgiuashvili@mfa.gov.ge>
Received On : 05.04.2018 14:41
Attachments :

ბატონო გოჩა,

 

დიდი მადლობა. 11 აპრილის ღონისძიების საათი არასწორად მიმითითებია. ჩემს მიერ გამოგზავნილი დღის წესრიგის თანახმად, საქართველოსადმი მიძღვნილი პარალელური სესია (Joint meeting by Ministry of Labour Health, and Social Affairs (MoLHSA) and U.S. Centers for Disease Control and Prevention) გაიმართება 11 აპრილს,  18:00 – 19:30 საათზე.

რაც შეეხება პარიზში მცხოვრებ ქართველ ექიმებთან შეხვედრის საკითხს, მოგვიანებით გიპასუხებთ.

კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თანამშროლობისა და დახმარებისთვის.

 

პატივისცემით,

 

მაიკო

 

 

 

 

From: Gocha Javakhishvili [mailto:gjavakhishvili@mfa.gov.ge]
Sent: Thursday, April 5, 2018 6:28 PM
To: Maia Nikoleishvili

Cc: Gvantsa Abazadze ; Sopo Belkania ; Mariana Mkurnali ; Ecaterine Siradze ; Teona Giuashvili
Subject: RE: ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი_11-15 აპრილი

 

გამარჯობა მაიკო,

 

დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის. ველოდებით დელეგაციას. ელჩთან თათბირზე გავიარეთ ამ ვიზიტის საკითხიც, დახვედრა -გაცილების საკითხიც იქნება უზრუნველყოფილი, შიდა ტრანსპორტირებისაც და 11 აპრილის  სესიაზე ჩვენი დასწრებაც. დელეგაციას სავარაუდოდ მე დავხვდები პირადად +33651130131 ჩემი ტელეფონია.

ერთი რამ მსურს დავაზუსტო თქვენი ნებართვით.“ ღონისძიების ფარგლებში, 11 აპრილს (12:00 – 13:30) გაიმართება საქართველოსადმი მიძღვნილი პარალელური სესია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის თაობაზე“, დელეგაცია 11 აპრილს ჩამოდის დაახლოებით იგივე დროს, თარიღი ალბათ შეცდომითა და 12 აპრილი უნდა იყოს. თანდართულ პროგრამაში 12 აპრილი წერია.

 

მინდოდა შემომეთავაზებინა დამატებით ერთი შეხვედრა პარიზში მცხოვრებ ქართველ ექიმებთან, კერძოდ მაია ჩიქვილაძესთან, რომელიც ასოციაცია GIMPHA - (ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციავიცე პრეზიდენტია და პარიზში ერთერთი წამყვანი (ფოშის) კლინიკის ნევროლოგია. იგი პირადად, ისევე, როგორც სხვა ქართველი ექიმები პირდაპირ არიან კავშირში საქართველოდან მკურნალობის მიზნით ჩამოსულ მოქალაქეებთან ან მათ მკურნალ ექიმებთან. ენის ბარიერის გამო, კოლეგა ექიმები სისტემატიურად უკავშირდებიან მათ დახმარების თხოვნით. მასთან საუბარში გამოიკვეთა ეს სურვილი, რადგან ქართველი პაციენტების რიცხვმა საგანგაშოდ იმატა ბოლო პერიოდში. შესაძლოა ამ ასოციაციის მიერ გაკეთდეს განცხადება საქართველოს მოსახლეობისა და ევროპაში სამკურნალოდ წამომსვლელი პოტენციური პაციენტების მისამართით, რომ ყველა ის სამკურნალო კურსი, რომლისთვისაც მიმართავენ ევროპულ კლინიკებს, შეუძლიათ ასეთივე წარმატებით ჩაიტარონ საქართველოში, კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ოჯახებთან ახლოს, საკუთარ ქვეყანაში. ვფიქრობთ, ეს კომუნიკაცია შესაძლოა გამოდგეს გარკვეული კატეგორიის პაციენტთა შესაკავებლად. დიდი ალბათობით, ხშირ შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იღებს ესეთ გადაწყვეტილებას.

 

ეს შეხვედრა მინისტრის თანხმობის შემთხვევაში 12 აპრილს შეგვიძლია დავგეგმოთ, შესაძლებელია ის საელჩოში გაიმართოს. საფრანგეთში საკმაოდ აქტიური და მნიშვნელოვანი რაოდენობის ქართველი ექიმები გვყავს, მათთან ერთად ბევრი საინტერესო და სასარგებლო პროექტის განხორციელება შეიძლება როგორც საფრანგეთის კლინიკებთან, ისე სამედიცინო ფაკულტეტებთან, ლაბორატორიებთან და კვლევით ინსტიტუტებთან.

 

თქვენი მითითების შესაბამისად ვიმოქმედებთ.

 

პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით

 

გოჩა ჯავახიშვილი

 

 

From: Maia Nikoleishvili [mailto:mnikoleishvili@moh.gov.ge]
Sent: jeudi 5 avril 2018 15:37
To: Gocha Javakhishvili
Cc: Gvantsa Abazadze; Sopo Belkania; Mariana Mkurnali
Subject:
ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი_11-15 აპრილი

 

ბატონო გოჩა მოგესალმებით,

როგორც მოგახსენეთ, ღვიძლის დაავადებების შემსწავლელი ევროპის ასოციაციის (EASL) ორგანიზებით 11-15 აპრილს, საფრანგეთში ქ. პარიზში ტარდება ღვიძლის საერთაშორისო კონგრესი. კონგრესის ჩატარების ადგილია: Paris expo Porte de Versailles – Pavillon 7 - 1 Place de la Porte de Versailles, Paris.

ღონისძიების ფარგლებში, 11 აპრილს (12:00 – 13:30) გაიმართება საქართველოსადმი მიძღვნილი პარალელური სესია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის თაობაზე, რომელზეც მოწვეული ბრძანდებით თქვენ და ქალბატონი ელჩი.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით დელეგაცია, კონგრესის ფარგლებში, გეგმას 11 და 12 აპრილის ღონისძიებებზე დასწრებას. დანართის სახით გიგზავნით ინფორმაციას ღონისძიებების შესახებ.

დამატებით გიგზავნით საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილ შუამდგომლობის წერილს და ავია-ბილეთებს ბატონი დავით სერგეენკოს, ბატონი ამირან გამყრელიძისა და ქალბატონი სოფიკო ბელქანიას აეროპორტში დახვედრა/გაცილებისა და შიდა ტრანსპორტირების თაობაზე. აქვე, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით სასტუმროს ნომრების დაჯავშნისა და ინვოისების მოწოდებისთვის.

გთხოვთ, გვაცნობთ ვინ დახვდება დელეგაციას და მოგვაწოდოთ საკონტაქტო ინფორმაცია. ჩვენი მხრიდან გიგზავნით ქალბატონი სოფიკო ბელქანიას ტელეფონის ნომერს +995 599223232.

პატივისცემით,

მაია

 

 

Maia Nikoleishvili MPA

 

Chief Specialist of International Relations Division

HR Management and International Relations Department

Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia

144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia

Tel.: +995 32 2510034 (0803)

Cell phone: +995 577272713

E-mail: mnikoleishvili@moh.gov.ge