| From : | Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili; Elza Jgerenaia |
| Subject : | RE: 11th EU-Georgia HR Dialogue, 25 April, Brussels |
| Cc : | Tea Gvaramadze; Nino Jinjolava; Nato Chapidze; Lika Klimiashvili; Sopo Belkania; Mariana Mkurnali; Nato Chapidze |
| Received On : | 04.04.2018 14:30 |
მაიკო,
რადგან ჯერ არ ვიცით ვინ რას დაფარავს მე მოვიწერები შემდეგ საკითხებზე:
2) შშმ პირების ფაკულტატიური ოქმის რატიფიცირებაზე გვთხოვეს დაფარეთო, მაგრამ რადგან იგივე პუნქტს ფარავს მთავრობის ადმინისტრაცია, მგონი რომ ეს ნაწილიც მათმა დაფარონ (თან ეს ოქმი არ არის მხოლოდ ჯანდაცვის ნაწილში, მთელ მთავრობას ეხება), გავიარე ბარკალაიასთან;
- 6) ბავშვები - კერძო სკოლა პანსიონები/ბავშთა სახლები - საეკლესიო და მუსულმანური დაწესებულებები - დეინსტიტუციონალიზაცია
7) უსახლკლარო ადამიანების მდგომარეობა
იმედია ინგლისურად მივიღებთ ამ დოკუემნტებს რომ შესაბამისი „ვორდინგი“ გამოვიყენოთ.
ნუცი
From: Maia Nikoleishvili
Sent: Wednesday, April 04, 2018 5:00 PM
To: Nino Odisharia; Elza Jgerenaia
Cc: Tea Gvaramadze; Nino Jinjolava; Nato Chapidze; Lika Klimiashvili; Sopo Belkania; Mariana Mkurnali
Subject: 11th EU-Georgia HR Dialogue, 25 April, Brussels
მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ, 25 აპრილს ბელგიაში, ქ. ბრიუსელში ტარდება ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის (HRD) რიგით მე-11 შეხვედრა.
აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე, საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიუსელიდან ელოდება (4-5 აპრილისთვის) დეტალურ დღის წესრიგს, რომლის მიღების შემდგომ გამართავს უწყებათაშორის შეხვედრას, სავარაუდოდ მომდევნო კვირაში, რათა განისაზღვროს რომელი უწყება კონკრეტულად რა თემებს დაფარავს. ამასთან, ქართულ მხარეს ევალება შეხვედრამდე ორი კვირით ადრე (10 აპრილისთვის) დღის წესრიგით გათვალისიწინებული საკითხების თაობაზე ინფორმაციის ინგლისურ ენაზე მიწოდება. საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის მიერ გამოგზავნილ დღის წესრიგში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელოდება.
დამატებით, საინფორმაციოდ გიგზავნით 2017 წელს ბრიუსელში გამართული საქართველო-ევროკავშირის დიალოგის (HRD) მე-10 შეხვედრის დღის წესრიგს.
პატივისცემით,
მაია ნიკოლეიშვილი