| From : | Nana Kavtaradze <N.Kavtaradze@ncdc.ge> |
| To : | Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: 28-29 WHO draft Agenda |
| Cc : | Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; Maia Tabagari <mtabagari@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; mnikoleishvili@moh.gov.ge; epestvenidze@moh.gov.ge |
| Received On : | 25.11.2017 17:20 |
| Attachments : |
საღამო მშვიდობისა მარი,
მადლობა ინფორმაციისთვის. გუშინ NCDC სერვერი გარედან მეილებს ვერ იღებდა და ახლა ვნახე შენი წერილი. თუმცა, გუშინ შუადღისას ბატონმა ამირანმა გადაუგზავნა მინისტრს და cc:
მინისტრის მოადგილეებს, ქალბატონ მაიას, სოფოს და მარინა დარახველიძეს ინფორმაცია, განახლებული პროგრამა, განახლებული სია; ასევე - სასაუბრო და ჟუჟანა ჯაკაბის ბიოგრაფია - პრემიერისა და პარლამენტისთვის. რაც შეეხება 28-ში საღამოს სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მიღებაზე
დასწრებას, NCDC-დან ბატონი ამირანის გარდა 4 ადამიანის დასწრება შეიძლება დაიგეგმოს - ისინი, ვინც სესიაზეც იღებენ მონაწილეობას - თუ თქვენ ეს გათვალისწინებული გაქვთ. დღეს ალბათ მისასალმებელი სიტყვის მონახაზსაც მიაწვდის.
საქაღალდეები მონაწილეებისათვის, რომლებშიც მასალები / ბრიფები უნდა ჩაიდოს - დავამზადეთ სამინისტროს ლოგოთი, იმ დიზაინით, რომელიც ქალბატონმა მაიამ მოგვაწოდა.
სამინისტროს 2 ბრიფი არ მიგვიღია და გთხოვ, გამოგვიგზავნოთ, ან მომწერო, მზად თუ გაქვთ და თქვენ დაბეჭდავთ თუ ჩვენ გინდათ, რომ დავბეჭდოთ, რადგან თუ ჩვენ უნდა დავბეჭდოთ, სასურველია, დროულად მივიღოთ, რომ მოესწროს. ორშაბათს NCD საბჭო და STEPS ლონჩინგია ცენტრში
და სასურველი იქნება კვირას მომზადდეს.
ცენტრმა, ჩვენი მხრივ მოვამზადეთ 20 ბრიფი პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ყველა მათგანი დაბეჭდილია და გამრავლებული და სამინისტროს ბრიფებთან ერთად ჩაიდება საქაღალდეებში.
სტუმრების აეროპორტში დახვედრა-გაცილების, სასტუმროდან „ფუნიკულიორის“ მატარებლამდე და უკან ტრანსპორტირების საკითხი მოგვარებულია. დღეს კიდევ მივწერე კოპენჰაგენს და პრობლემა
არ უნდა იყოს საპროტოკოლო კადრების გადაღება 28-ში დილით. როგორც ვიცი, მედიის ორგანიზებას სამინისტრს პიარი აგვარებს, ჩვენგან ხომ არაფერია საჭირო მედიის მოწვევის კუთხით.
ჩვენ გავითვალისწინებთ ბატონი კაკისა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მონაწილეობის საკითხს და მათთვის ბეჯებს დავამზადებთ, მაგრამ გთხოვ, მათგან პასუხი რომ გექნებათ -გაგვაგებინო,
რათა მათთვის გავითვალისწინოთ შესაბამისი ადგილებიც სასესიო მაგიდასთან.
პატივისცემით,
ნანა
Nana Kavtaradze MD, MPA
-------------------------------------
Head of the International Relations Division
National Center for
Disease Control and Public Health
9 M. Asatiani st.,Tbilisi, 0177, Georgia
Tel.: +995 322 311 754 ext.:206
From: Mariana Mkurnali [mailto:mmkurnali@moh.gov.ge]
Sent: Friday, November 24, 2017 5:24 PM
To: Nana Kavtaradze
Cc: Sopo Belkania
Subject: 28-29 WHO draft Agenda
ნანა,
საღამო მშვიდობისა, რომ შევაჯამოთ მოახლოებული ვიზიტის საკითხები, კიდევ ერთხელ თუ შესაძლებელია გამოგვიგზავნო იმ საკითხთა სია რაც ჩვენგან გჭირდებათ (ტრანსპორტი, სხვადასხვა ლოგისტიკური საკითხები).
დამატებით მოგაწვდი ინფორმაციას რაც ჩვენ ამჟამად გაგვაჩნია:
·
VIP
ტრანსფერი (უზრუნველყოფილია)
·
ბატონ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა ჩაინიშნა 28 ნოემბერს 12:30 -13:00 ( კობახიძის პროტოკოლი უკვე გაფრთხილებულია, ასევე გადაცემულია მანქანების ნომრებიც).
·
აკაკი ზოიძე და ზაალ მიქელაძე მოწვეულნი არიან 28 ნოემბერს 9:00 – 12:00 საათზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ ჯანმოს Introduction to the work of the WHO Country
Office, Georgia, including country presentation (for preliminary programme, see document EUR/SC25(2)/4) შეხვედრაზე და ასევე სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მიღებაზე.
·
28 ნოემბერს, 18.00 საათზე დაჯავშნილი და ორგანიზებულია მიღება (ფურშეტი) რესტორან „ფუნიკულიორში“.
·
გათვალისწინებულია სტუმრების ტრანსპორტირება „ფუნიკულიორის“ მატარებლით ჭონქაძის ქუჩიდან რესტორნამდე და უკან.
·
ორგანიზებულია ასევე ავტოსადგომი რამდენიმე ავტომობილისათვის თავად რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე. (მათთვის, ვინც არჩევს არა მატარებლით,
არამედ ავტომობილით მისვლას რესტორანში).
·
სხდომის პირველივე შესვენებაზე (28 ნოემბერი, სავარაუდოდ 10:45სთ) დაგეგმილია დელეგაციის წევრებისა და მასპინძელი მხარის შეხვედრა (ბრიფინგი,
ინტერვიუ) მედიის წარმომადგენლებთან. (მარიანის იმეილის გათვალისწინებით statement-ზე
დასტური უკვე გვაქვს.
·
სასურველია, სამინისტროს მიერ საპროტოკოლო კადრების გადაღების უზრუნველყოფა 28 ნოემბერს, სხდომის დაწყებიდან 10 წუთის განმავლობაში; (ამასთან დაკავშირებით ველოდებით
თქვენს მეილს/ დასტურს კოპენჰაგენიდან)
·
მინისტრს გათვალისწინებული აქვს ქალბატონი იაკაბისთვის მედალი საჩუქრად.
გთხოვთ ასევე მოგვაწოდოთ ბატონ კვირიკაშვილთან და ბატონ კობახიძესთან შეხვედრის დროს გათვალისწინებული სასაუბროები; ასევე თუ შესაძლებელია მოგვწეროთ ზუსტად რამდენი ადამიანი დაესწრება თქვენგან
სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ვახშამზე.
გიბრუნებ შენს გადმოგზავნილ
SCRC-ზე დამსწრე პირთა სიას, ვინმე დასამატებელი ხომ არ არის? თუ ეს სია საბოლოოა?
პატივისცემით,
მარიანა მკურნალი
საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტრო
აკ.
წერეთლის
გამზირი
144,
თბილისი,
საქართველო,
0159
მობ:
+995 599 490942