მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ეს დირექტივები წევრი ქვეყნებისათის ძალადაკარგულად ითვლება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის სრულად 2020 წლის 26 მაისიდან, ნაწილობრივ კი (მისი გარკვეული პუნქტები და მუხლები) უკვე მიმდინარე წლის ბოლოდან, ეს რეგულაცია საქართველოზე
არ ვრცელდება. ჩვენი ვალდებულებები, ნებისმიერ შემთხვევაში, განისაზღვრება ასოცირების დანართებში მოცემული დირექტივებით, რაც შესასრულებელია ამავე დანართებში მითითებულ ვადებში.
ცხადია, დინამიური აპროქსიმაცია არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ დავუახლოვდეთ ახალ რეგულაციებს, ეს შედის კონკრეტული უწყების კომპეტენციაში და მისი გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიძლება ასეც მოხდეს. საამისოდ, თქვენ უნდა შეისწავლოთ ძველი დირექტივებიც,
ახალიც და შედარების შედეგად გადაწყვიტოთ, რომელი მათგანის შესრულება იქნება თქვენთის უფრო მიზანშეწონილი (თუნდაც, ხარჯების გამო). ასეთი პრეცენდენტი გულისხმობს დამატებით კონსულტაციებს ევროპულ მხარესთან ახალი დირექტივების/რეგულაციების შესრულების ვადებთან დაკავშირებით.
თუმცა, ასეთ დროს გასათვალისწინებელია, რამდენად შეგვწევს ჩვენ ძალა იმ ახალი მოთხოვნების შესრულებისა, როცა ჯერ ძველი ვალდებულებაც სიახლე იყო ჩვენთვის და თანაც, ცვლილებებისგან არავინაა დაზღვეული და შესაძლოა, დინამიკაში 2020 წლმდე, ის ახალი რეგულაციაც არაერთხელ
შეიცვალოს და ჩასწორდეს.
ამდენად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ვიხელმძღვანელოთ ისევ იმ დირექტივებით, რომლებიც მოცემულია ასოცირების დანართებში. ეს არის ჩვენი უშუალო ვალდებულება, რომელთა შესრულებაც მოგვეთხოვება ჩვენთვის მოცემულ ვადებში, ხოლო ახალი რეგულაციების შესრულება
არაწევრი ქვეყნისთვის, ცხადია, სავალდებულო არ არის.
საუკეთესო სურვილებით,
ანა