| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Ana Shaishmelashvili <ashaishmelashvili@mfa.gov.ge> |
| Subject : | RE: EU-Georgia Sub-Committee Clusters 6_მონაწილეთა სია_მოსამზადებელი შეხვედრა |
| Cc : | Mariana Mkurnali |
| Received On : | 11.04.2018 14:20 |
| Attachments : |
ანა,
გიგზავნი შრომისა და სოციალურ თემებთან დაკავშირებულ პრეზენტაციებს. ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი როგორც კი მომაწვდის თავიანთ პრეზენტაციას, გამოვაგზავნი.
ასევე, გიგზავნი სოციალურ დიალოგთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელიც ასახულია დღის წესრიგში.
პატივისცემით,
მაიკო
From: Ana Shaishmelashvili [mailto:ashaishmelashvili@mfa.gov.ge]
Sent: Tuesday, April 10, 2018 4:19 PM
To: Elza Jgerenaia
Subject: RE: EU-Georgia Sub-Committee Clusters 6_მონაწილეთა სია_მოსამზადებელი შეხვედრა
ძვირფასო კოლეგებო,
ყველას მადლობას გიხდით, ვინც უკვე გაგვცა პასუხი 19-ის ღონისძიებისა და ასევე, 12-ის მოსამზადებელ შეხვედრაზე დამსწრეთა თაობაზე, ვისაც არ უპასუხია, ძალიან გთხოვთ, ამის ცოდნა (ახლა უკვე ორივე დღის დამსწრეების ერთნაირად) უკვე ძალიან საჩქარო და აუცილებელია ჩვენთვის, საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად.
გიგზავნით დღის წესრიგის ჩასწორებულ ვარიანტს დროის მითითებით. რელევანტურ უწყებებს, გთხოვთ, ჩაასწოროთ, ან დაგვიდასტუროთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში წარმოსადგენი საკითხებისათვის გამოყოფილი დროის ლიმიტები. აგრეთვე, შესაბამისმა უწყებებმა გთხოვთ მიუთითოთ სპიკერები თქვენს საკითხებში.
მინდა გითხრათ, რომ დღის წესრიგში გამორჩენილი იყო მე-12 საკითხი - სოციალურ დიალოგზე. გთხოვთ, ამ შესწორების გათვალისწინებას და აღნიშნული საკითხის მომზადებას.
რაც შეეხება მე-13 და მე-14 საკითხებისთვის დათმობილ დროს, მოცემული ლიმიტი გადმოტანილია წინა ღონისძიების დღის წესრიგიდან, მაგრამ როგორც პრაქტიკიდან მახსოვს, მათ მაშინაც უფრო ნაკლები დრო დასჭირდა. თქვენი სურვილის და საჭიროების მიხედვით, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ან არა ჩვენი შემოთავაზება (იხ. ფრჩხილში).
გმადლობთ,
საუკეთესო სურვილებით,
ანა
From: Ana Shaishmelashvili
Sent: Tuesday, April 10, 2018 10:17
To: ejgerenaia@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; mmkurnali@moh.gov.ge; n.kavtaradze@ncdc.ge; nodisharia@moh.gov.ge; Kakha Khandolishvili <kkhandolishvili@mes.gov.ge>; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Nino Berianidze <nberianidze@economy.ge>; Natia Gabitashvili <ngabitashvili@mes.gov.ge>; Irakli Kokaia <ikkokaia@gmail.com>; Tamta Zaalishvili <tamtazaali@gmail.com>; nnogaideli@moh.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; 'nodisharia@moh.gov.ge' <nodisharia@moh.gov.ge>; 'gchichinadze@moesd.gov.ge' <gchichinadze@moesd.gov.ge>
Subject: EU-Georgia Sub-Committee Clusters 6_მონაწილეთა სია_მოსამზადებელი შეხვედრა
ძვირფასო კოლეგებო, ქრისტე აღსდგა,
მოგესალმებით ყველას,
შეგახსენებთ 19 აპრილს თბილისში დაგეგმილი ქვეკომიტეტის VI ქვეჯგუფის - „დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ - მე-3 სხდომის მოსამზადებელი შეხვედრის თაობაზე, რომელიც გაიმართება 12 აპრილს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში (ოთახს ზუსტად დამატებით გაცნობებთ). ინფორმაციის გაზიარების მიზნით, შეხვედრაზე დასწრება, აუცილებელია ყველა სპიკერისათვის, რომლებიც დაფარავენ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. გთხოვთ, დღეს, სამუშაო დღის ბოლომდე, მოგვაწოდოთ შეხვედრაზე დამსწრეთა სია.
კიდევ ერთხელ ყველას ძალიან გთხოვთ, რომ დავიცვათ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ინფორმაციის მოწოდების დათქმული ვადა - სხდომაზე წარმოსადგენი პრეზენტაციებისა (PowerPoint-ში) ხვალ, 11 აპრილს, 18:00 საათამდე.
როგორც იცით, ქვეკომიტეტის სხდომა უკვე 1 კვირაშია და ჩასატარებელი დარბაზის დასაქირავებლად, უკვე აუცილებლად გვჭირდება 19 აპრილის სხდომაზე დამსწრეთა დაზუსტებული სიაც.
როგორც ვთქვით, რადგანაც აღნ. ქვეკომიტეტის მე-3 სხდომა თბილისშია, არის საშუალება, რომ მას უფრო მეტი ადამიანი დაესწროს, (მაგალითად, ისინი, ვინც უშუალოდ არ ფარავენ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, მაგრამ მათი კომპეტენციიდან გამომდინარე, შესაძლოა პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს), მთავარია, ყველას ვინაობა წინასწარ ვიცოდეთ.
გმადლობთ,
საუკეთესო სურვილებით,
ანა შაიშმელაშვილი
Anna Shaishmelashvili
Chief Specialist
EU Assistance Coordination and Sectoral Integration Department
Ministry of Foreign Affairs of Georgia
0118 Georgia, Tbilisi, Sh.Chitadze str.4
Cell: (+995) 577 10 20 18
E-mail: a.shaishmelashvili@eu-nato.gov.ge