| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Salome Supatashvili <ssupatashvili@mfa.gov.ge> |
| Subject : | RE: Side-event on Universal Health Coverage and Sexual and Reproductive Health and Rights (SRHR) |
| Cc : | Sopo Belkania;Mariana Mkurnali; Ekaterine Meshveliani <emeshveliani@mfa.gov.ge> |
| Received On : | 05.04.2018 14:14 |
| Attachments : |
სალომე,
გაცნობებთ, რომ IPPF-ის მიერ ინიცირებული პარალელური ღონისძიების: “Universal Health Coverage and Sexual and Reproductive Health and Rights (SRHR)” დასპონსორებასთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნია.
პატივისცემით,
მაია
Maia Nikoleishvili MPA
Chief Specialist of International Relations Division
HR Management and International Relations Department
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2510034 (0803)
Cell phone: +995 577272713
E-mail: mnikoleishvili@moh.gov.ge
From: Salome Supatashvili [mailto:ssupatashvili@mfa.gov.ge]
Sent: Tuesday, April 3, 2018 4:10 PM
To: Maia Nikoleishvili
Cc: Nino Shekriladze
Subject: Side-event on Universal Health Coverage and Sexual and Reproductive Health and Rights (SRHR)
Importance: High
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს გაიმართება ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეა (WHA). აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია “IPPF”-მა მიმართა გაერო-სთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას ჟენევაში საქართველოს მიერ პარალელური ღონისძიების დასპონსორების საკითხთან დაკავშირებით.
პარალელური ღონისძიების თემაა “Universal Health Coverage and Sexual and Reproductive Health and Rights (SRHR)”.
აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია IPPF მუშაობს სწორედ SRHR-ის საკითხებზე. საქართველოს მისიას აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვს. კერძოდ, გასულ წელს IPPF-თან თანამშრომლობით, გაიმართა ორი ღონისძიება გერმანიისა და საქართველოს სახელით, რომელიც დაეთმო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში SRHR-ის საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ WHA-ის ფარგლებში პარალელური ღონისძიების ჩატარების საკითხი არ არის მარტივი თემა. პარალელური ღონისძიებების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე სამდივნო აწესებს ლიმიტებს. ამიტომ შემუშავებული აქვთ სააპლიკაციო ფორმა, რომლის საფუძველზეც დელეგაციები წარადგენენ წინადადებებს და შემდეგ WHA განსაზღვრავს საბოლოოდ ჩატარდეს თუ არა კონკრეტული პარალელური ღონისძიება. შესაბამისად, ჩვენი თანხმობის შემთხვევაშიც, ამ კონკრეტული ღონისძიების დასპონსორებასთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში WHO-ს სამდივნომ უნდა განიხილოს კონცეფცია და წინადადება და შემდეგ გვაცნობებენ შედეგს.
აღსანიშნავია, რომ IPPF-ი გეგმავს სხვა დელეგაციებსაც მიმართოს პარალელური ღონისძიების დასპონსორების თხოვნით (სამდივნოს მხრიდანაც წახალისებულია, რომ წინადადება პარალელური ღონისძიების ჩატარებაზე ბევრმა დელეგაციამ ერთობლივად წარადგინოს და რაც უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს ინიციატივას, მით უფრო მეტი შანსია დაკმაყოფილდეს აპლიკაცია). მთავარ პარტნიორად შვედეთს მოიაზრებენ.
გთხოვთ, გაეცნოთ დანართის სახით წარმოდგენილ კონცეფციას და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში გვაცნობოთ პარალელური ღონისძიების დასპონსორების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია.
საუკეთესო სურვილებით,
სალომე სუპატაშვილი
Division for the United Nations
Department of International Organizations
Ministry of Foreign Affairs of Georgia
4 Chitadze Street, Tbilisi, Georgia, 0108
Tel: (+995 32) 2945000 (ext.18-04)