| From : | Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge> |
| To : | Mariana Mkurnali; 'mdarakhvelidze@moh.gov.ge' |
| Subject : | RE: World Organization of Academies and Colleges of Family Medicine/General Practice, WONCA-ს თაობაზე |
| Cc : | Sopo Belkania |
| Received On : | 22.03.2018 15:44 |
მარიანა,
„World Organization of Academies and Colleges of Family Medicine/General Practice (WONCA) არის „საოჯახო მედიცინის“ სფეროში არსებული ავტორიტეტული ორგანიზაცია მსოფლიოში. შესაბამისად, საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება აღნიშნულ საზოგადოებასთან (World Organization of Academies and Colleges of Family Medicine/General Practice, WONCA), ვფიქრობთ, არის საკმაოდ აქტუალური.
მივესალმებით „Wonca Europe“-ის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს. მიგვაჩნია, ხსენებული ხელს შეიწყობს პირველადი ჯანდაცვის სისტემის შემდგომ განვითარება/სრულყოფას საქართველოში.
ასევე, უნდა აღნიშნოს, რომ „საოჯახო მედიცინის“ სარეზიდენტო პროგრამა მომზადებულია WONCA EUROPE-ის დეფინიციებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით (რაც, ასევე, მითითებულია პროგრამაში).
პატივისცემით,
ნათია
From: Mariana Mkurnali
Sent: Monday, January 29, 2018 4:30 PM
To: 'mdarakhvelidze@moh.gov.ge'; Natia Nogaideli
Cc: Sopo Belkania
Subject: World Organization of Academies and Colleges of Family Medicine/General Practice, WONCA-ს თაობაზე
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა ირაკლი კოპტალაძემ შეხვედრა გამართა მსოფლიო ოჯახის ექიმთა გაერთიანების (World Organization of Academies and Colleges of Family Medicine/General Practice, WONCA) „Wonca Europe“ ახლად არჩეულ პრეზიდენტსა (president-elect) და ამჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტს, პროფ. მეჰმეთ უნგანთან, რომელიც „Wonca Europe“-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგება 2019 წლიდან.
WONCA Europe არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ევროპული რეგიონის ლიდერი პირველადი ჯანდაცვის სერვისებისა და პირველადი ჯანდაცვის ცენტრების სფეროში და ევროპის მასშტაბით ამჟამად აერთიანებს 47 ქვეყნის 122,000 ოჯახის ექიმს. მეჰმეთ უნგანის განცხადებით, ახლახან ორგანიზაციის ხელმძღვანელობა სტუმრობდა რეგიონის არაერთ ქვეყანას, თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, ხოლო უახლოეს მომავალში ასევე იგეგმება მათი ვიზიტები აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. ამ კონტექსტში, მ. უნგანმა გამოთქვა მზადყოფნა, ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან „Wonca Europe“- ში საქართველოს გაწევრიანებისა და შესაძლო ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად, რაც მისი სიტყვებით, სარგებელს მოუტანს არა მარტო საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის სისტემის რეფორმის პროცესს, არამედ მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება შავი ზღვის რეგიონის ჯანდაცვის სისტემისთვისაც.
მ.უგანი გამოთქვამს სურვილს ეწვიოს საქართველოს და განიხილოს საქართველოსა და „Wonca Europe“-ს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
შემდგომში მინისტრის ინფორმირების მიზნით, გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი მოსაზრება, „Wonca Europe“ პრეზიდენტის პროფ. მეჰმეთ უნგანთან თანამშრომლობისა და მისი საქართველოში მოწვევის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
მარიანა მკურნალი
საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 490942