| From : | Tengiz Tsertsvadze <tengizt@gol.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი, 20 მარტი |
| Cc : | sbelkania@moh.gov.ge; mmkurnali@moh.gov.ge; Nikoloz Chkhartishvili <nc@aidscenter.ge>; tengizt@gol.ge |
| Received On : | 16.03.2017 19:06 |
ქალბატონო მაია,
მივიღე თქვენი იმეილი სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.
ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ შევხვდეთ სტუმრებს და მივაწოდოთ სათანადო ინფორმაცია. როგორც იცით, ჩვენი ცენტრი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ძირითადი პროვაიდერია და მდიდარი მასალა გვაქვს. ამავე დროს, წარსულში ანალოგიური ვიზიტების გამოცდილებით თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო შემდეგ ფაქტს:
სამწუხაროდ, ჩვენი ცენტრის ინფრასტრუქტურა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია (სამინისტროს ხელმძღვანელობა ამის თაობაზე კარგადაა ინფორმირებული). გვაქვს ერთადერთი ორსართულია კორპუსი (ე.წ. შიდსის ამბულატორიის კორპუსი), რომელიც შედარებით კარგ მდგომარეობაშია (რამოდენიმე წლის წინ „გლობალურმა ფონდმა“ გაგვირემონტა) და იქ სტუმრების მიღება შეიძლება. ასევე შეიძლება რამოდენიმე ოთახის ჩვენება ე.წ. მიმღების კორპუსში, რომელიც ასე თუ ისე მოვამზადეთ პროგრამული პაციენტებისათვის (წამლის გასაცემი ოთახი და სხვ.), მაგრამ თუ სტუმრებმა მოინდომეს სხვა სტრუქტურების და განსაკუთრებით სტაციონარის დათვალიერება, მაშინ ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით. მეტი ალბათობით, სტუმრები იმით დაკმაყოფილდებიან, რის ნახვასაც ჩვენ შევთავაზებთ და თავისი ინიციატივით რაიმის დამატებით ნახვას არ მოინდომებენ, მაგრამ მე მაინც საჭიროდ ჩავთვალე გამეფრთხილებინეთ.
თუ საბოლოოდ გადაწყდება დელეგაციის ჩვენს ცენტრში ვიზიტი, გთხოვთ წინასწარ გვაცნობოთ, თუ დაახლოებით რამდენი კაცის სტუმრობაა მოსალოდნელი (ქართული მხარის ჩათვლით), რათა გავითვალისწინოთ მათი მიღების ლოჯისტიკა. საუბარი, ალბათ რუსულ ენაზე იქნება.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე
On 2017-03-15 13:02, Maia Nikoleishvili wrote:
ბატონო თენგიზ, მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 20-21 მარტს დაგეგმილია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ბატონი ლეოვონ ალთუნიანის ვიზიტი საქართველოში. დელეგაციის შემადგენლობაშია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სამველ მარგარიანი და სომხეთის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ ბაზარჩიანი. ვიზიტის მიზანია ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების თაობაზე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება და კლინიკების მონახულება.
სომხეთის მხარეს შევთავაზეთ ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის მონახულება, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების თაობაზე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით. დღის წესრიგის პროექტის მიხედვით თქვენს ცენტრში ვიზიტი დაგეგმილია 20 მარტს, 16:15-17:15 საათზე.
იმედს გამოვთქვამთ თქვენი მხარდაჭერის და წინასწარ მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.
პატივისცემით,
მაია ნიკოლეიშვილი
Maia Nikoleishvili MPA
Executive Department
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2510034 (0803)
Cell phone: +995 577272713
E-mail: mnikoleishvili@moh.gov.ge