From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : Tengiz Tsertsvadze <tengizt@gol.ge>
Subject : Re: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი, 20 მარტი
Cc : sbelkania@moh.gov.ge; mmkurnali@moh.gov.ge; Nikoloz Chkhartishvili <nc@aidscenter.ge>
Received On : 17.03.2017 10:49

ბატონო თენგიზ,

 

პირველ რიგში მადლობას გიხდით თანამშრომლობისა და დახმარებისთვის.

აქვე გიდასტურებთ, სომხეთის დელეგაციის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში ვიზიტს 20 მარტს 16:20 საათზე. ვიზიტის ხანგრძლივობაა 1 საათი.

ასევე, გაცნობებთ, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თანახმაა, სომხეთის დელეგაციას ვაჩვენოთ შიდსის ცენტრის გარემონტებული კორპუსები, თქვენი შეხედულებისამებრ.

რაც შეეხება დელეგაციის შემადგენლობას, გაცნობებთ, რომ სომხეთის მხრიდან წარმოდგენილნი იქნებიან სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ლევონ ალთუნიანი, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სამველ მარგარიანი და სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე ბაზარჩიანი, ხოლო სამინისტროს მხრიდან – შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია.

დელეგაციის წევრები საუბრობენ რუსულ ენაზე.

 

პატივისცემით,

 

მაია ნიკოლეიშვილი

 
 

Maia Nikoleishvili MPA

Executive Department
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2510034 (0803)
Cell phone: +995 577272713
E-mail: mnikoleishvili@moh.gov.ge

-----Original Message-----
From: Tengiz Tsertsvadze
To: Maia Nikoleishvili
Cc: , , Nikoloz Chkhartishvili ,
Date: Thu, 16 Mar 2017 23:05:51 +0400
Subject: Re: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი, 20 მარტი

ქალბატონო მაია,  
მივიღე თქვენი იმეილი სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.
ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ შევხვდეთ სტუმრებს და მივაწოდოთ სათანადო ინფორმაცია. როგორც იცით, ჩვენი ცენტრი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ძირითადი პროვაიდერია და მდიდარი მასალა გვაქვს. ამავე დროს, წარსულში ანალოგიური ვიზიტების გამოცდილებით თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო შემდეგ ფაქტს:
სამწუხაროდ, ჩვენი ცენტრის ინფრასტრუქტურა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია (სამინისტროს ხელმძღვანელობა ამის თაობაზე კარგადაა ინფორმირებული). გვაქვს ერთადერთი ორსართულია კორპუსი (ე.წ. შიდსის ამბულატორიის კორპუსი), რომელიც შედარებით კარგ მდგომარეობაშია (რამოდენიმე წლის წინ „გლობალურმა ფონდმა“ გაგვირემონტა) და იქ სტუმრების მიღება შეიძლება. ასევე შეიძლება რამოდენიმე ოთახის ჩვენება ე.წ. მიმღების კორპუსში, რომელიც ასე თუ ისე მოვამზადეთ პროგრამული პაციენტებისათვის (წამლის გასაცემი ოთახი და სხვ.), მაგრამ თუ სტუმრებმა მოინდომეს სხვა სტრუქტურების და განსაკუთრებით სტაციონარის დათვალიერება, მაშინ ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით. მეტი ალბათობით, სტუმრები იმით დაკმაყოფილდებიან, რის ნახვასაც ჩვენ შევთავაზებთ და თავისი ინიციატივით რაიმის დამატებით ნახვას არ მოინდომებენ, მაგრამ მე მაინც საჭიროდ ჩავთვალე გამეფრთხილებინეთ.
თუ საბოლოოდ გადაწყდება დელეგაციის ჩვენს ცენტრში ვიზიტი, გთხოვთ წინასწარ გვაცნობოთ, თუ დაახლოებით რამდენი კაცის სტუმრობაა მოსალოდნელი (ქართული მხარის ჩათვლით), რათა გავითვალისწინოთ მათი მიღების ლოჯისტიკა. საუბარი, ალბათ რუსულ ენაზე იქნება.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე     
 
 
 
 
On 2017-03-15 13:02, Maia Nikoleishvili wrote:

ბატონო თენგიზ, მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 20-21 მარტს დაგეგმილია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ბატონი ლეოვონ ალთუნიანის ვიზიტი საქართველოში. დელეგაციის შემადგენლობაშია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სამველ მარგარიანი და სომხეთის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ ბაზარჩიანი. ვიზიტის მიზანია ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების თაობაზე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება და კლინიკების მონახულება.

სომხეთის მხარეს შევთავაზეთ ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის მონახულება, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების თაობაზე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით. დღის წესრიგის პროექტის მიხედვით თქვენს ცენტრში ვიზიტი დაგეგმილია 20 მარტს, 16:15-17:15 საათზე.

იმედს გამოვთქვამთ თქვენი მხარდაჭერის და წინასწარ მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.

პატივისცემით,

 

მაია ნიკოლეიშვილი
 

Maia Nikoleishvili MPA

Executive Department
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2510034 (0803)
Cell phone: +995 577272713
E-mail: mnikoleishvili@moh.gov.ge