From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : Anatoli Korepanov <a.korepanov@eu-nato.gov.ge>
Subject : Re: შრომა, დისკრიმინაცია, უსაფრთხოება - პოლიტიკის დოკუმენტის პროექტი (კომენტარები)
Cc : sbelkania@moh.gov.ge;Mariana Mkurnali; Archil Karaulashvili <a.karaulashvili@eu-nato.gov.ge>; akar_8@yahoo.co.uk; Nino Grdzelishvili <ngrdzelishvili@eu-nato.gov.ge>; Emir Eteria (emireteria@gmail.com); Tengiz Buachidze <tengiz.buachidze@eu-nato.gov.ge>
Received On : 09.08.2017 10:09

გამარჯობა ანატოლი,

როგორც თქვენთვის ცნობილია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტის პირველადი პროექტები სამინისტროს მიერ გამოგეგზავნათ 2016 წლის 26 ოქტომბერს. ასევე, თქვენივე თხოვნის თანახმად მოგეწოდათ იმ პირთა საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც უშუალოდ მუშაობდნენ წარმოდგენილ პროექტებზე, რათა მოგეხდინათ მათთან პირდაპირი კომუნიკაცია.

შრომის საკითხებზე მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტის პროექტზე თქვენი შენიშვნები მოგვეწოდა 7 თვის შემდგომ. კერძოდ, 2017 წლის 19 მაისის მეილით მივიღეთ თქვენი კომენტარები აღნიშული დოკუმენტის ნაწილზე (შრომის სამართალი). ამავე მეილში მიუთითებდით, რომ დარჩენილ საკითხებზე - კერძოდ: „დისკრიმინაციის აკრძალვ “ და „ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე“ კომენტარებს მოგვაწვდიდით 1 კვირის ვადაში, თუმცა აღნიშნულ საკითხებზე თქვენი მოსაზრებები მხოლოდ 4 აგვისტოს მივიღეთ.

ვინაიდან, ხსენებული საკითხები წარმოადგენს ერთი დოკუმენტის შემადგენელ ნაწილებს, ჩვენს მიერ მიზანშეწონილად იქნა ჩათვლილი, პასუხები მოგვეწერა ერთიანად, მას შემდეგ, რაც თქვენი დაპირების თანახმად, გამოგზავნილი იქნებოდა მოსაზრებები შრომის პოლოტიკის დოკუმენტით გათვალისწინებულ დარჩენილ საკითხებზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს პოზიცია თქვენს მიერ გამოგზავნილ შენიშვნებზე მოგეწოდებათ 2 კვირის ვადაში.

რაც შეეხება, მართვის მოწმობებთან დაკავშირებული დირექტივის განხორციელების პოლიტიკის დოკუმენტის პროექტს, როგორც ცნობილია და თქვენი მიმოწერიდანაც დასტურდება, აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია მიმდინარეობდა თქვენსა და სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტს შორის. შესაბამისად, თქვენი მეილი გადაგზავნილია აღნიშნულ დეპარტამენტში შემდგომი რეაგირების მიზნით.

და ბოლოს, ნანა ქავთარაძე,  როგორც თქვენი უწყებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის თებერვლიდან აღარ მუშაობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. შესაბამისად, გთხოვთ, შემდგომი კომუნიკაციისას გაითვალისწინოთ აღნიშნული ფაქტი და მიმოწერაში მიუთითოთ ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის სოფო ბელქანიასა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის  მარიანა მკურნალის ელ. ფოსტის მისამართები.

 

პატივისცემით,

 

მაია
 

Maia Nikoleishvili MPA

Chief Specialist of International Relations Division

HR Management and International Relations Department
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2510034 (0803)


-----Original Message-----
From: Anatoli Korepanov
To: "Maia Nikoleishvili (mnikoleishvili@moh.gov.ge)"
Cc: Nana Kavtaradze , Archil Karaulashvili , "akar_8@yahoo.co.uk" , Nino Grdzelishvili , "Emir Eteria (emireteria@gmail.com)" , Tengiz Buachidze , Anatoli Korepanov
Date: Fri, 4 Aug 2017 15:29:15 +0000
Subject: შრომა, დისკრიმინაცია, უსაფრთხოება - პოლიტიკის დოკუმენტის პროექტი (კომენტარები)

გამარჯობა, მაია!

 

წარმოგიდგენთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტის პირველად პროექტზე  ჩვენი აპარატის კონსოლიდირებულ კომენტარებსა და წინადადებებს. მოგმართავთ თხოვნით, გონივრულ ვადებში, მოგვაწოდოთ განახლებული პოლიტიკის დოკუმენტის  პროექტი.  წინამდებარე წერილს თან ერთვის ორი დოკუმენტი, ერთში ასახულია პროექტის ტექსტში ყველა ცვლილება ე.წ. „თრექ-ჩენჯებით“ გამოყენებით. მეორე ფაილში, განვაახლე ტექსტი და დავტოვე მხოლოდ კომენტარები.

 

ამასთან, სინანულით აღვნიშნავ, რომ მიუხედავად ჩვენი მრავალი თხოვნისა და თანამშრომლობის მიმართულებით გადადგმული არაერთი ნაბიჯისა, ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივად აყოვნებს შესაბამისს რეაგირებას. ეს ეხება როგორს „შრომის სამართლის“ ნაწილზე ჩენ მიერ მომზადებული კომენტარების გათვალისწინებას (იხილეთ ქვემოთ 19 მაისს თქვენთვის გაგზავნილი წერილი),  ასევე, მართვის მოწმობებთან დაკავშირებული დირექტივის განხორციელების პოლიტიკის დოკუმენტის პროექტს. მართვის მოწმობების შესახებ პოლიტიკის დოკუმენტის პროექტი ჯანდაცვის შესაბამისს სამსახურს   მ.წ. 28 მარტს (იხილეთ დანართში ელექტრონული მიმოწერა) მივაწოდეთ. სამწუხაროდ დღემდე ამას არ მოჰყოლია არავითარი რეაგირება.

 

პატივისცემით,

ანატოლი

 

 

ანატოლი კორეპანოვი

 

ანალიტიკური სამმართველოს უფროსი
ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტი

 

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

 

მის.: ქ. თბილისი, 0134, ინგოროყვას ქ. 7
ტელ.: +995 32 228 24 78
მობ.: +995 577 17 80 16
www.eu-nato.gov.ge

 

 

 

 

 

 

From: Anatoli Korepanov
Sent: Friday, May 19, 2017 17:06
To: Maia Nikoleishvili (mnikoleishvili@moh.gov.ge)
Cc: Nino Grdzelishvili; Emir Eteria (emireteria@gmail.com); Tengiz Buachidze; Anatoli Korepanov
Subject:
შრომის სამართალი, პოლიტიკის დოკუმენტი
Importance: High

 

მაია, მოგესალმებით,

 

გიგზავნით თქვენი სამინისტროს მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტის პროექტზე „დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობები“ ჩვენ მიერ მომზადებულ კომენტარებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ დროისთვის მოვამზადეთ კომენტარები მხოლოდ შრომის სამართლის (8 დირექტივა) ნაწილთან დაკავშირებით. რაც შეეხება „დისკრიმინაციის აკრძალვას“ და „ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე“, პოლიტიკის დოკუმენტის ამ ნაწილებთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარებს მომდევნო კვირის ბოლოს მოგაწვდით.

 

მოგმართავთ თხოვნით, გონივრულ ვადებში, განაახლოთ პოლიტიკის დოკუმენტის  პროექტის „შრომის სამართლის“ ნაწილი.

 

კითხვებისა ან/და დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით თქვენთვის ხელსაყრელ დროს.

 

P.S. გიგზავნით ორ დოკუმენტს, ერთში ასახულია ყველა ცვლილება ე.წ. „თრექ-ჩენჯის“ გამოყენებით. მეორე დოკუმენტში, უფრო მარტივი აღქმისთვის, განვაახლეთ ტექსტი და დავტოვეთ მხოლოდ კომენტარები.

 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.

 

პატივისცემით,

 

ანატოლი კორეპანოვი

 

ანალიტიკური სამმართველოს უფროსი
ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტი

 

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

 

მის.: ქ. თბილისი, 0134, ინგოროყვას ქ. 7
ტელ.: +995 32 228 24 78
მობ.: +995 577 17 80 16
www.eu-nato.gov.ge

 


This email was scanned by Bitdefender