From : Shorena Okropiridze <ShorenaO@moh.gov.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Ivane Bibilashvili
Subject : Re: ჩინეთის გრანტი - ფსიქიატრიული კლინიკები თელავსა და სენაკში
Cc : natia@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; Mariana Mkurnali
Received On : 06.03.2018 10:20
Attachments :

მოგესალმებით კოლეგებო,

 
გიგზავნით მთარობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებულ განმარტებით ბარათს.
 
პატივისცემით, შორენა
 
shorena okropiridze
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal Drafting Division
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 77 282881
Mail: shorenao@moh.gov.ge

-----Original Message-----
From: Maia Nikoleishvili
To: Ivane Bibilashvili
Cc: "natia@moh.gov.ge" , "shorenao@moh.gov.ge" , "sbelkania@moh.gov.ge" , Mariana Mkurnali
Date: Mon, 5 Mar 2018 20:37:01 +0400
Subject: Re: ჩინეთის გრანტი - ფსიქიატრიული კლინიკები თელავსა და სენაკში

დიდი მადლობა ბატონო დავით.

პატივისცემით,

მაიკო

On Mar 5, 2018, at 8:35 PM, Ivane Bibilashvili <ibibilashvili@moh.gov.ge > wrote:

საღამო მშვიდობისა მაიკო,

 

სულ ახლახანს შეათანხმა ქალბატონმა თამუნა ბარკალაიამ ბატონ დავითთან ვალდებულებებით განსაზღვრული სამუშაოების დაფინანსების წყარო. „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ სახელმწიფო პროგრამით მოხდება ამ მომიჯნავე პროექტების დაფინანსება. მე უკვე გავარკვიე დაცვის საკითხი - ორივე ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წელიწადში 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარი ეღირება მინიმალური პერსონალით (ერთი ოფიცერი და 6 რიგითი თითოეულ ობიექტზე), მშენებლობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ეს თანხა შეიძლება გაიზარდოს. მიწის ნაკვეთების საკითხი ორივე ქალაქში ადრე გარკვეული იყო (2016 წლის გაზაფხულ-ზაფხულში), თელავის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების ბრძანებაც გამოსცა მაშინდელმა გამგეობამ, სენაკის საავადმყოფოს კაპიტალიდან შენობის ღირებულების ამოღების ბრძანებაც გამოსცა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“, მე დღეს ველაპარაკე ორივე რაიონის მერების მოადგილეებს, მიმდინარე კვირაში გავარკვევ რა კომუნიკაციები იქნება გასაუქმებელი სამშენებლო მოედნებზე, შემდეგ გადაწყდება დანარჩენი მოქმედებების თანმიმდევრობა, ჩინეთის მხარის მიერ პროექტების მოწოდების შემდეგ უნდა დაზუსტდეს ბევრი რამე.  სსიპ „სახელმწიფო ქონების სააგენტოს“ ხვალ მივწერ მშენებლობის ნებართვების მოთხოვნას, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური პროექტების გარეშე ვერ შეითანხმებს. არსებული შენობების დემონტაჟის ნებართვას კი უპრობლემოდ მივიღებთ დემონტაჟის პროექტის წარდგენისთანავე. ამ კვირაში შესაბამის პროცედურებს, ბაზრის კვლევას და ა.შ. ჩავატარებთ და ვფიქრობ აპრილში ეს საკითხები დაიძვრება.

 

პატივისცემით,

 

დათო ბიბილაშვილი