| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Mariana Mkurnali |
| Subject : | SCRC |
| Received On : | 27.11.2017 12:27 |
2017 წლის 28-29 ნოემბერს ქ. თბილისში პირველად ტარდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 25-ე მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორი ქალბატონი ჟუჟანა ჯაკაბი.
მუდმივმოქმედი კომიტეტი ევროპის რეგიონული კომიტეტის სათათბირო ორგანოა, რომელიც შედგება ჯანდაცვის სფეროში სათანადო გამოცდილების მქონე 12 წარმომადგნელისგან. მათი არჩევა ხდება ევროპის რეგიონში შემავალი 53 სახელმწიფოს წარმომადგენელთა შორის, 3 წლის ვადით. 2015 წელს საქართველო არჩეულ იქნა მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრად.
2017 წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 67-ე სესიაზე, პირველად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ისტორიაში, საქართველო არჩეულ იქნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარედ. კომიტეტის თავმჯდომარე-სახელმწიფოს როლში ყოფნა განსაკუთრებულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს რეგიონის მასშტაბით, ვინაიდან საქართველოს ეძლევა საშუალება, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ჯანდაცვის სფეროში რეგიონის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, ხელი ეწერება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს შორის ორწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულებას (Biennial Collaborative Agreement)“, რომელიც ასახავს მხარეთა ორწლიანი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს.