| From : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| To : | Mariana <Mkurnali> |
| Subject : | SDG |
| Received On : | 16.02.2018 09:39 |
5.6.1: 15-49 წლის იმ ქალთა პროპორციული ოდენობა, ვინც სექსუალურ ურთიერთობებთან, კონტრაცეპტივების გამოყენებასთან და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით იღებს ინფორმაციაზე დამყარებულ საკუთარ გადაწყვეტილებას.
5.6.2 ეროვნული კანონები და რეგულაციები უზრუნველყოფს 15-49 წლის ქალებისათვის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვაზე, ინფორმაციასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობას
საბაზისო ინდიკატორი უნდა დადგინდეს საქართველოს მრავალმაჩვენებლიანი კლასტერული კვლევის (MICS) 2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით
დამტკიცდა დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2017-2030 წლების ეროვნული სტრატეგია, რომელიც მომავალი 14 წლის განმავლობაში განსაზღვრას ქვეყნის პოლიტიკას როგორც დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის, ასევე, ოჯახის დაგეგმვის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით.
შეიქმნა აბორტის სარეგულაციო მექანიზმების განახლებული პაკეტი, რომელიც მოიცავს შემდეგ დოკუმენტებს:
· ,,ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანება, რომლითაც განსაზღვრულია:
o აბორტისწინა კონსულტაციის/გასაუბრების წესი (დანართი 2), რომლის მიხედვით, „გასაუბრება ინტერაქტიული პროცესია, რომელიც მოიცავს პაციენტის მხარდაჭერას, მისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებასა და პროფესიონალის დახმარებას აზრების, აღქმის ურთიერთგაზიარებისა და თანაგრძნობის გზით“;
o „ინფორმირებული თანხმობა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით ქირურგიული აბორტის სამედიცინო მომსახურებაზე“ და „ინფორმირებული თანხმობა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით მედიკამენტური აბორტის სამედიცინო მომსახურებაზე“ (დანართი 2.1.), რომელიც ემსახურება პაციენტის სრულად ინფორმირებულობას აბორტის შედეგად მოსალოდნელ გართულებებზე;
· ,,აბორტის პროცედურა“ -პროტოკოლის პაციენტის ვერსია (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის №01-123/ო ბრძანებით), რომელიც უშუალოდ პაციენტისთვისაა განკუთვნილი და მის სრულ ინფორმირებულობას ემსახურება.
2015 წელს დაიწყო პერინატალური რეგიონალიზაციის პროექტი, რაც ითვალისწინებს პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების დონეების და მათი როლისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრას, რათა საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს სწორი პაციენტის სწორ სამედიცინო დაწესებულებაში სწორ დროს მიმართვა და ეფექტური რეფერირება. 2016 წელს დაფიქსირდა დედათა სიკვდილობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლი ბოლო წლების განმავლობაში - 22,9/100 000 ცოცხალშობილზე.
Ketevan Goginashvili, MPH
Head of Health Policy Division
Health Care Department
Ministry of Labor, Health and Social Affairs
144 Tsereteli Ave
Tbilisi 0119, Georgia
Tel: +995 32 251 00 38 ext 1108
Mob: 995 577717984