From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : sbelkania@moh.gov.ge
Subject : WHO Regional Committee for Europe
Cc : Mariana Mkurnali
Received On : 01.12.2017 10:43

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა. კომიტეტის სხდომა იმართება ყოველწლიურად, სექტემბრის თვეში. კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას ღებულობს ევროპის რეგიონის 53 ქვეყნის წარმომადგენლი (ჯანდაცვის მინისტრები, შესაბამისი დარგის მაღალი დონის თანამდებობის პირები).

რეგიონული კომიტეტი განსაზღვრავს რეგიონული პოლიტიკის მიმართულებებს; წარადგენს შენიშვნებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტზე, ევროპის რეგიონული კომპონენტის ნაწილზე; ზედამხედველობას უწევს ევროპის რეგიონში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობას; ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე ასახელებს კანდიდატურას და წარუდგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოს დასამტკიცებლად.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის მორიგი, 68-ე სესია გაიმართება იტალიაში, ქ. რომში 2018 წლის 17-20 სექტემბერს.