From : Nino Kalandadze <nkalandadze@moh.gov.ge>
To : Mariana Mkurnali
Subject : FW: Change Management Action Plan on Civil Service Reform
Received On : 12.07.2017 11:29
Attachments :

 

 

From: Nino Berdzuli
Sent: Wednesday, July 12, 2017 2:15 PM
To: Sopo Belkania
Cc: Nino Kalandadze
Subject: Fwd: Change Management Action Plan on Civil Service Reform

 

სოფო, 18 ში 1:30 არის ეს შეხვედრა და შენ უნდა იყო. ნინო გაარკვევს სად იქნება ჩვენთან თუ ადმინიტრაციაში.

Sent from my iPhone


Begin forwarded message:

From: PAR Council Secretariat <parcouncil@gov.ge>
Date: July 7, 2017 at 4:01:06 PM GMT+4
To: "'nberdzuli@moh.gov.ge'" <nberdzuli@moh.gov.ge>
Cc: "'kgoginashvili@moh.gov.ge'" <'kgoginashvili@moh.gov.ge'>, Nino Sarishvili <nsarishvili@gov.ge>, "ajvania@moh.gov.ge" <ajvania@moh.gov.ge>
Subject: Change Management Action Plan on Civil Service Reform

ქალბატონო ნინო,

როგორც მოგეხსენებათ საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც თავის მხრივ, რიგი ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებას მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით,  მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, ჯი-ი-სი მმართველობითი საკონსულტაციო კომპანიის (GEC Corporation) და უცხოელი ექსპერტების დახმარებით მუშაობს საჯარო სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებების დანერგვის საკითხებზე. პროექტის ფარგლებში დაკომპლექტდა ცვლილებების მართვის გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც მთავრობის ადმინისტრაციასა და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, შედიან სამინისტროების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების უფროსები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში ცვლილების მართვის სამოქმედო გეგმის (Change Management Action Plan) შემუშავება, რომელიც საჭიროებს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის თქვენი სამინისტროს, აქტიურ ჩართულობას. შემუშავებული სამოქმედო გეგმა განხილული იქნება საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს მომდევნო სხდომაზე.

ამასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 17-20 ივლისის პერიოდში საქართველოში ჩამოდიან ბრიტანელი ექსპერტები, რომლებიც უშუალოდ იქნებიან ჩართული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. გთხოვთ, აღნიშნულ პერდიოდში (სასურველია 18 ივლისს) გამოყოთ თქვენთვის მისაღები დრო მთავრობის ადმინისტრაციის, საჯარო სამსახურის ბიუროსა და ექსპერტებთან შეხვედრის მიზნით

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საჯარო მმართველობის რეფორმის სამდივნოს უფროსს (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსს) ქალბატონ ნინო სარიშვილს (ტელ.: 599850050; nsarishvili@gov.ge).

პატივისცემით,

 

 

 

photoGOV.GE

http://e.gov.ge/sig/images/f.png  http://e.gov.ge/sig/images/t.png  http://e.gov.ge/sig/images/y.png

საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს სამდივნო

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინგოროყვას . 7, თბილისი 0114

T:  032990900, 2393

QR-Code Generator

 

 

 

 

 


This email was scanned by Bitdefender