From : Maia Tabagari <mtabagari@moh.gov.ge>
To : Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; Mariana Mkurnali
Subject : janmo28nov
Received On : 16.11.2017 08:16

 

 

სოფო, მარი, მოგესალმებით!

 

 

წარმოგიდგენთ 28-29 ნოემბერს  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომასთან დაკავშირებით, PR დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ნუსხას:

1.      სხდომის მიმართ მედიის ინტერესის გათვალისწინებით, სასურველია, საპროტოკოლო კადრების გადაღების უზრუნველყოფა 28 ნოემბერს, სხდომის დაწყებიდან 10 წუთის განმავლობაში; ღონისძიებაზე დაიშვებიან საქართველოში მოქმედი  ნაციონალური მაუწყებლების ტელეოპერატორები;

2.      სხდომის პირველივე შესვენებაზე (28 ნოემბერი, სავარაუდოდ 10.00 სთ) ვგეგმავთ დელეგაციის წევრებისა და მასპინძელი მხარის შეხვედრას (ბრიფინგი, ინტერვიუ) მედიის წარმომადგენლებთან.

3.      28 ნოემბერს, 18.00 საათზე დაჯავშნილი და ორგანიზებულია მიღება  (ფურშეტი) რესტორან „ფუნიკულიორში“.

4.      გათვალისწინებულია სტუმრების ტრანსპორტირება „ფუნიკულიორის“ მატარებლით ჭონქაძის ქუჩიდან რესტორნამდე და უკან.

5.      ორგანიზებულია ასევე ავტოსადგომი რამდენიმე ავტომობილისათვის თავად რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე. (მათთვის, ვინც არჩევს არა მატარებლით, არამედ ავტომობილით მისვლას რესტორანში).

 

ველით თქვენს რეკომენდაციებს,

 

პატივისცემით,

 

 

 

მაია თაბაგარი

მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

საქართველო, თბილისი 0159, აკაკი წერეთლის გამზ 144

მობ: +995 599 693333