| From : | Mkurnali |
| To : | Sopo Belkania |
| Subject : | ბელარუსის რესპუბლიკის მიერ მოწოდებული საგზაო რუკის პროექტის თაობაზე |
| Received On : | 14.03.2018 15:03 |
| Attachments : |
სოფო,
გიგზავნით ბელარუსის რესპუბლიკის მიერ მოწოდებულ საგზაო რუკის პროექტს, რომელიც მომზადდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შორის 2015 წლის 23 აპრილს ხელმოწერილი ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების თანახმად.
გთხოვ, სამუშაო დოკუმენტი (ჯანდაცვის დეპარტამენტის, იურიდიული დეპარტამენტის და ბატონი ზაზას შენიშვნებითა და კომენტარებით) გადაუგზავნო ბატონ დავითს შესათანხმებლად, შემდგომში ბელარუსის რესპუბლიკის ინფორმირების მიზნით.
დამატებით გაცნობებ, რომ მიმდინარე წლის 22-23 მარტს დაგეგმილია ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონი ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოში, ხოლო 21-23 მარტს კი პრემიერ-მინისტრის მოადგილის ბატონი მიხაილ რუსის ვიზიტი.
ბელარუსის რესპუბლიკის სურვილია აღნიშნულ შეთანხმებას (საგზაო რუკას) ხელი მოეწეროს მიმდინარე წლის 22 მარტს.
პატივისცემით,
მარიანა მკურნალი
საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 490942