From : Mkurnali
To : Lika Klimiashvili; Tea Gvaramadze; 'nanakavtaradze@ncdc.ge'
Subject : ევროკავშირის სამართლებრივი აქტების შესახებ
Received On : 11.12.2017 14:22
Attachments :

მოგესალმებით,

 

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შეიმუშავა კომიტეტის სამოქმედო გეგმა 2018-2020 წლებისათვის, რომელშიც კონკრეტულად არის დაგეგმილი კომიტეტის საქმიანობა საკანონმდებლო და საზედამხედველო მიმართულებით. სამოქმედო გეგმაში ასევე, ასახულია სრული ნუსხა ევროკავშირის დირექტივებისა და რეკომენდაციების შესრულების პროცესის შესახებ. გამომდინარე იქედან, რომ კომიტეტმა აღიშნული გეგმა  მიმდინარე თვის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს,  გვესაჭიროება შესაბამისი ინფორმაცია ევროკავშირის იმ სამართლებრივი აქტების შესრულების შესახებ, რომელთა ვადაც განსაზღვრული იყო 2017 წლის ბოლომდე.

 

გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია მომაწოდოთ  ხვალ 4 საათისთვის თანდართული ნიმუშის მიხედვით, რომელიც შემუშავებულია ვებ-პორტალის: www.aa.ge-ის ინფორმაციული  უზრუნველყოფისათვის.

ასევე, გიგზავნით 2017 წლის პერიოდში შესასრულებელი სამართლებრივი აქტების ნუსხას სფეროების მიხედვით.                                                                                                                                                                       

 

პატივისცემით,

 

 

მარიანა მკურნალი

 

საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 490942