| From : | Mkurnali |
| To : | Nato Dolidze |
| Subject : | ინფო |
| Received On : | 04.09.2017 08:52 |
მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 11-14 სექტემბერს უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში ტარდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 67-ე სესია.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში გათვალისწინებულია თქვენი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ქალბატონი ნინო ბერძულის და ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სოფიკო ბელქანიას კანდიდატურები.
სესიის ფარგლებში, 12 სექტემბერს დაგეგმილია თქვენი სიტყვით გამოსვლა მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნება ჯანმრთელობისა და მდგრადი განვითარების საკითხებს.
პატივისცემით,
მარიანა მკურნალი
საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 490942