From : Mkurnali
To : 'nchitanava@moh.gov.ge'
Subject : მემორანდუმის განახლების თაობაზე
Received On : 09.01.2018 12:52
Attachments :

ნათია,

 

გიგზავნი გაეროს ბავშვთა ფონდიდან (UNICEF) მიღებულ 2017 წლის 25 დეკემბრის N 127666 წერილს, რომელიც ეხება 2016 წლის 14 იანვარს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმის განახლების საკითხს, ვინაიდან მემორანდუმის მოქმედების ვადა იწურება 2018 წლის 14 იანვარს წერილი თანდართული მემორანდუმით განსახილველად გადაგზავნილი იყო სოციალური დაცვის დეპარტამენტთან და იურისტებთან, მემორანდუმთან დაკავშირებული კორესპოდენცია შეგიძლია იხილო დანართში.

 

რადგან მემორანდუმს ხელს აწერს ასევე ბატონი ზაზაც (როგორც სააგენტოს დირექტორი) თუ რამე საწინააღმდეგო არ ექნება ამოვიტან და იქნებ ხელი მოაწეროს, შემდგომში მოაწერს მინისტრი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ლაილა ომარ გადი.

 

პატივისცემით,

 

მარიანა მკურნალი

 

საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 490942