From : Mkurnali
To : Maia Tabagari
Subject : მინისტრის ვიზითი უნგრეთში
Cc : Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
Received On : 08.09.2017 11:41

მაია,

როგორც მოგეხსენება მიმდინარე წლის 11-14 სექტემბერს უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში ტარდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 67-ე სესია.

აღნიშნულ ღონისძიებაში  მონაწილეობას იღებენ: მინისტრი - ბატონი დავით სერგეენკო,მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნინო ბერძული და ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - სოფიკო ბელქანია.

დამატებით გაცნობებ, რომ სესიის ფარგლებში, 12 სექტემბერს დაგეგმილია მინისტრის სიტყვით გამოსვლა მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნება ჯანმრთელობისა და მდგრადი განვითარების საკითხებს.

 

როგორც დაგპირდი ვესაუბრე ბუდაპეშტში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელს, მითხრა, რომ შეძლებისდაგვარად ეცდება გადაიღოს ფოტოები და ვიდეო და დროულად მოგვაწოდოს იმელზე. რაც შეეხება პირდაპირ ტრანსლაციას, თვალი უნდა ვადევნოთ https://twitter.com/who_europe და https://www.facebook.com/WHOEurope სადაც დაიდება ლინკი. (წინასწარ არ იდება, მხოლოდ იმ დღეებში დებენ ან შეხვედრების შემდგომ). თუ დამატებით რამე ინფორმაციას გაარკვევენ ტრანსლაციასთან დაკავშირებით, ჩვენც ჩაგვაყენებენ საქმის კურსში.

 

ასევე გიგზავნი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 67-ე სესიის საიტის ლინკს. –

 

http://www.euro.who.int/en/about-us/governance/regional-committee-for-europe/67th-session/on-the-agenda

 

საუკეთესო სურვილებით,

 

მარიანა მკურნალი

 

საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 490942