From : Mkurnali
To : 'goga.tabatadze@mfa.gov.ge'
Subject : საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი
Received On : 22.09.2017 16:39
Attachments :

ბატონო გიორგი,

 

ქალბატონ ნინო ბერძულსა და თქვენს შორის გამართული საუბრის თანახმად გიგზავნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ქალბატონი ელზა ჯგერენაიას  ვიზის შუამდგომლობის წერილს. ასევე აპლიკაციის დასტურს, პასპორტის ასლს, მოწვევის წერილს და ფრენის განრიგს.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით საქართველოს დელეგაციის გამოსვლა მოსმენაზე ჩაინიშნა 26 სექტემბერს 13:50 საათზე, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ქალბატონი ელზას ვაშინგტონში დროული ჩასვლა, გამგზავრება დაიგეგმა 25 სექტემბერს 15:30 წუთზე. უმორჩილესად გთხოვთ გაითვალისწინოთ არსებული სიტუაცია და გვიშუამდგომლოთ ამერიკის საელჩოსთან, რათა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოხდეს ქალბატონი ელზასთვის ვიზის გაცემა. (25 სექტემბერს 13:00 საათამდე).

 

წინასწარ დიდ მადლობას გიხდით დახმარებისათვის.

 

გთხოვთ, დამიდასტუროთ მეილის მიღება.

 

პატივისცემით,

 

მარიანა მკურნალი

 

საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 490942