| From : | "Mariana Mkurnali" |
| To : | tkolbaia@parliament.ge |
| Subject : | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო |
| Cc : | Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge> |
| Received On : | 16.11.2017 12:12 |
ქალბატონო თამარ,
მოგახსენებთ, რომ ა.წ. 28-29 ნოემბერს ქ. თბილისში პირველად ტარდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2017 წლის 13 ოქტომბრის № 01/64557 წერილის თანახმად ბატონ ირაკლი კობახიძესთან მოთხოვნილია ორმხრივი შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორთან ქალბატონ ჟუჟანა ჯაკაბთან.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დღის წესრიგის გათვალისწინებით სასურველია შეხვედრა ჩაინიშნოს 29 ნოემბერს 16:00 საათზე.
გთხოვთ გვაცნობოთ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის ჩანიშვნის შესაძლებლობა მოცემულ დროს.
პატივისცემით,
მარიანა მკურნალი
საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 490942