From : Mkurnali
To : Sopo Belkania
Subject : საქართველო-ისრაელის ეკონომიკური კომისიის თაობაზე
Received On : 12.03.2018 15:00
Attachments :

სოფო,

 

გიგზავნი საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ წერილს, რომელიც ეხება მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაგეგმილი საქართველო-ისრაელის ეკონომიკური კომისიის მეორე სხდომის ჩატარებას, ეკონომიკური კომისია წარმოადგენს მხარეთა თანამშრომლობის ფორმატს, რომლის ფარგლებში მზადდება კომისიის სხდომის ოქმი მხარეთა მიერ ინიცირებული თანამშრომობის საკითხების გათვალისწინებით, სხდომის ფორმატის მიხედვით უწყებები წარადგენენ კომისიის წევრს (მინისტრის მოადგილე) და შესაბამისი დარგის ექსპერტს (დეპ. უფროსი, სამმართველოს უფროსი, სპეციალისტი).

 

კომისიის სხდომა უმეტესწილად ორ დღიანია პირველ დღეს შეხვედრები მიმდინარეობს ძირითადად ექსპერტების დონეზე ოქმში შესატანი საკითხების შეთანხმების მიზნით, ხოლო კომისიის მეორე დღეს - იმართება გაფართოვებული შეხვედრა სადაც თითოეული უწყება მიესალმება უცხო ქვეყნის დელეგაციას და მოკლედ მიმოიხილავს არსებული ან დაგეგმილი თანამშრომლობის საკითხებს, კომისიის სხდომის დასრულების შემდგომ უწყებები აწერენ ხელს შეთანხმებულ ოქმს და იღებენ ვალდებულებას, შემდგომ სხდომაზე წარადგინონ შესრულების ანგარიში.

 

აქედან გამომდინარე, საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა ეცნობოს ჩვენი სამინისტროს მხრიდან თუ ვინ იქნება კომისიის წევრი და ასევე დარგის ექსპერტი, დეპარტამენტებიდან მიღებული წინადადებების შესაბამისად ოქმის პროექტში გასათვალისწინებელი საკითხები მოიცავს, როგორც ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობას ასევე თანამშრომლობას შრომის საკითხებშიც. (იხილეთ თანდართული სხდომის ოქმის პროექტში შესატანი ცვლილებები და პირველი ოქმით გათვალისწინებული საკითხების შესრულების შესახებ ინფორმაცია).

 

გთხოვთ, თქვენს გადაწყვეტილებას აღნიშნული კომისიის წევრის (მინისტრის მოადგილის) დასახელებასთან დაკავშირებით.

 

პატივისცემით,

 

 

 

მარიანა მკურნალი

 

საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 490942