From : Mkurnali
To : 'tbarkalaia@moh.gov.ge'
Subject : სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა
Cc : Sopo Belkania
Received On : 27.04.2018 11:43
Attachments :

თამუნა,

 

როგორ ხართ?

 

გიგზავნით პარლამენტიდან  მიღებულ წერილს, რომელსაც თან ახლავს სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის გრაფიკი.

 

სამინისტროში ბოლოდროინდელი განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მინისტრის თხოვნაა ანგარიში წარადგინოთ თქვენ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან მოსმენას დაესწრებიან უფროსის მოადგილეები - პაატა ბუკია და თეიმურაზ პირველაშვილი, ხოლო ტრეფიკინგის ფონდიდან - დირექტორი, მერი მაღლაფერიძე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწიინებით, თუ შესაძლებელია, რომ მომწეროთ თვლით თუ არა საჭიროდ აღნიშნულ შეხვედრაზე სამივე პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დასწრებას?  გჭირდებათ თუ არა მოხსენებისათვის ინფორმაციის პრეზენტაციის სახით წარდგენა?

 

აქვე დამატებითი გიგზავნით სამინისტროს მიერ პარლამენტში გაგზავნილ ინფორმაციას სახალხო დამცველის ანგარიშის შესაბამისად სამინისტროს მიმართ გაცემული რეკომენდაციების თაობაზე.

 

 

პატივისცემით,

 

 

მარიანა მკურნალი

 

საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 490942

 

MOH 1 Logo-GEO