| From : | Mkurnali |
| To : | Ketevan Goginashvili |
| Subject : | სოციალური პაქტის თაობაზე |
| Received On : | 11.12.2017 12:07 |
| Attachments : |
გიგზავნი, შენივე გამოგზავნილ პაქტის ნაწილს, თუ შესაძლებელია ქვევით მოცემული შეკითხვების მიხედვით ძალიან მოკლედ ჩაამატო ინფორმაცია.
გთხოვთ, წარმოადგინეთ ინფორმაცია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შესახებ. გთხოვთ, განმარტეთ, სახელმწიფოს ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა მოიცავს თუ არა ყველა ძირითად სამედიცინო მომსახურებას. გთხოვთ, მიუთითეთ, რა ღონისძიებები არსებობს ყველასთვის ხელმისაწვდომი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის უზრუნველსაყოფად, ასევე პირველად ჯანდაცვაზე წვდომის და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად.
გთხოვთ, წარმოადგინეთ ინფორმაცია, რომელი ღონისძიებები განხორციელდა ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად - კვალიფიციური სამედიცინო პროფესიონალების საკმარისი რაოდენობა და სამედიცინო დაწესებულებების სიახლოვე; ასევე წარმოადგინეთ შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები.
გთხოვთ, წარმოადგინეთ ინფორმაცია, რა ღონისძიებები განხორციელდა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ძირითად სერვისებზე წვდომის გასაუმჯობესებლად, მათ შორის კონტრაცეპტივებზე ხელმისაწვდომი ფასის დადგენით. გთხოვთ, ასევე წარმოადგინეთ ინფორმაცია ასაკის შესაფერისი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ განათლების პროგრამებზე.
გთხოვთ, წარმოადგინეთ ინფორმაცია წამალდამოკიდებული პირების, მათ შორის თავისუფლებააღკვეთილთა, ჩანაცვლებითი მკურნალობის თაობაზე.
გთხოვთ, ანგარიშში შეიტანოთ ინფორმაცია აივ ინფექციის/შიდსის პრევენციის ღონისძიებებზე, მათ შორის ზიანის შემცირების პოლიტიკისა და პროგრამებისა და მთი გავლენის შესახებ.
გთხოვთ, წარმოადგინეთ ინფორმაცია, რა ნაბიჯები გადაიდგა და რა შედეგები იქნა მიღწეული ახალშობილთა სიკვდილიანობის დონის შესამცირებლად. გარდა ამისა, გთხოვთ, წარმოადგინეთ დეტალური ინფორმაცია (წლების და რეგიონების მიხედვით) დედების სიკვდილიანობის შესახებ და ამ მაჩვენებლის შესამცირებლად ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.
გთხოვთ, წარმოადგინეთ ინფორმაცია, რა ღონისძიებები განხორციელდა ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებლებისთვის უფასო ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე ამ უფლების თაობაზე ცნობადობის ასამაღლებლად.
გთხოვთ, წარმოადგინეთ ინფორმაცია, რა ღონისძიებები გატარდა ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე, კონტრაცეპტივებს და, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უსაფრთხო აბორტის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით სასოფლო დასახლებებში.
პატივისცემით,
მარიანა მკურნალი
საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 490942