| From : | Mkurnali |
| To : | Natia Nogaideli |
| Subject : | „ინოვაციური მედიცინის ინიციტივა“ |
| Received On : | 17.04.2018 09:15 |
| Attachments : |
ნათია გამარჯობა,
როგორც მოგახსენეთ დამიკავშირდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და მოიკითხეს წერილი ნომრით - 28792. (მაია ლაგვილავას სახელზე)
ორგანიზაცია „ინოვაციური მედიცინის ინიციტივა“ (IMI), რომელიც წარმოადგენს პარტნიორობას ევროკავშირსა და ევროპულ ფარმაცევტულ ინდუსტრიას შორის, იწვევს საქართველოს IMI-ს სამეცნიერო კომიტეტში კანდიდატების წარდგენას, IMI-ს აღმასრულებელი დირექტორის წერილის თანახმად, საქართველოს შეუძლია წარადგინოს სამი ადგილობრივი კანდიდატი და სამი კანდიდატი პროგრამა “Horizon 2020“-ში ჩართული ქვეყნიდან. წერილში ასევე განსაზღვრულია ის სამეცნიერო სფეროები, რომლებშიც უნდა მოღვაწეობდნენ წარდგენილი კანდიდატები. კანდიდატთა წარდგენის ბოლო ვადაა ა.წ 19 აპრილი, ამიტომ საგარეოს ეჩქარება, რომ შევსებული ფორმები დროულად მიაწოდოს ბელგიაში ჩვენს საელჩოს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტაქტია თამარ ჩოკორაია - 591 01 08 20
პატივისცემით,
მარიანა მკურნალი
საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 490942