From : Mkurnali
To : Sopo Belkania
Subject : 19-23 მარტის საქმიანობის მოკლე ანგარიში
Received On : 23.03.2018 12:18
Attachments :

სოფო,

 

შენი დავალების შესაბამისად გიგზავნი 19-23 მარტის კვირაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს:

 

·         ბელარუსის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება;

 

·         ბელარუსის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საგზაო რუკის პროექტის „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შორის 2015 წლის 23 აპრილს ხელმოწერილი ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ  შეთანხმების განხორციელების თაობაზე“ დეპარტამენტების მხრიდან

დასკვნის მომზადება, თარგმნა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაგზავნა;

 

·         ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის პროექტზე- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსა და ბელარუსის რესპუბლიკის უნიტარული საწარმოს "ექსპერტიზისა და კვლევების ცენტრი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში“ დეპარტამენტების და მინისტრის მოადგილის მხრიდან მიღებული კომენტარებისა და შენიშვნების საფუძველზე დასკვნის მომზადება, თარგმნა და შესაბამის სამსახურებთან ტექსტის შეთანხმება, ბელარუსის მხარესთან კომუნიკაცია, საბოლოო დასტურის მიღების მიზნით.

 

·         ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან მიღებული წერილების შესაბამის ადრესატებთან გადაგზავნა და შემდგომ მათი ინფორმირების მიზნით ოფიციალური წერილების მომზადება.

 

·         მთელი კვირის განმავლობაში, ვესწრებოდი ჯანმოს ექსპერტებთან ორგანიზებულ შეხვედრებს.

 

·         ასევე ჩემს მიერ მომზადდა რამოდენიმე შუალედური წერილი, რომლის საფუძველზეც შემდეგ კვირაში მომზადდება ანგარიში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნება   შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებში გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის მიერ გამოგზავნილი შევსებული კითხვარი და სხვა.

 

პატივისცემით,

 

მარიანა მკურნალი

 

საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 490942

 

MOH 1 Logo-GEO