საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი National center for Disease Control & Public Health | |
KA030629646108318 | |
| 0177, თბილისი, მ. ასათიანის 9; 9 M. Asatianis st., Tbilisi, 0177, Georgia; Phone: (995-32) 39-89-46; 43-54-38; Fax:(995-32) 43-30-59 E-mail:ncdc@access.sanet.ge;ncdc@ncdc.ge | |
| #06/526 | 01 / თებერვალი / 2018 წ. |
ქალბატონო სოფიკო,
სსიპ
ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნულ ცენყტრში განხილულ იქნა თქვენი 29.01.2018 წლის
№ 01/4970 რეზოლუციით შემოსული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 25 იანვრის N736-01-2-201801251 წერილი, რომელიც ეხება ,,ქ. თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივლისის N1457 განკარგულების თანახმად, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების საკითხს.
წარმოგოდგენთ 2017 წლის განმავლობაში განხორციელებული და მომდევნო წლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივლისის N1457 განკარგულების პუნქტების შესაბამისად:
1.5.5.
თბილისის ტერიტორიაზე ჰაერის მაღალი დაბინძურების ზონების გამოყოფა და
შესაბამისი ღონისძიებების გატარება შესაბამის ზონებში დაბინძურების დონის
შესამცირებლად 2018-2019წ.
2018
წლის გნმავლობაში დადგეგმილია სამუშაოების ჩატარება სსიპ ლ. საყვარელიძის
სახ. დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის მიერ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურების განთავსებისათვის
ლოკალიზაციის შერჩევის გაიდლაინის შესამუშავებლად და ერთობლივი
ღონისძიებების ჩატარება გარემოს ეროვნულ საგენტოსთან თანამშრომლობით ჰაერის
მაღალი დაბინძურების ზონების განსაზღვრის წესის დასადგენად.
4.2. დაბინძურებული ჰაერის ზეგავლენის შეფასება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე 2017-2020წ.
სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის
ტექნიკური მხარდაჭერით 2015-2017 წლებში შემუშავდა გარემოს
ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმა NEHAP-2“-ის
პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ღონისძიებების ჩატარებას
მოსახლეობის ჯანმრთელობაზე დაბინძურებული ჰაერის ზეგავლენის შეფასების
მიზნით.
2018 წლის
განმავლობაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილია მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება
დაბინძურებული ჰაერის ზეგავლენის შეფასების ჯანმრთელობის მსოფლიო
ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული პლატფორმის AirQ+ დასანერგად.
4.2.1.
დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსახლეობის ჯანმრთელობის
მდგომარეობის მონიტორინგის ინდიკატორებისა და მეთოდოლოგიის განსაზღვრა-
2018 წლის მე-2 კვარტალი.
სსიპ
ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის
ტექნიკური მხარდაჭერით 2015-2017 წლებში შემუშავდა გარემოს
ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმა NEHAP-2“-ის პროექტი,
რომელშიც გათვალისწინებულია შესაბამისი ინდიკატორების გამოყენება
მოსახლეობის ჯანმრთელობაზე დაბინძურებული ჰაერის ზეგავლენის შემცირების
ღონისძიებების შესრულების შესაფასებლად.
მიმდინარე
წლის მაისის ჩათვლით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილია ჰაერის დაბინძურებასთან
ასოცირებული დაავადებების მონიტორინგის ინდიკატორებისა და მეთოდოლოგიის
განსაზღვრა. შესაბამისად, 2018 წლის ივნისში წარმოგიდგენთ ინფორმაციას
4.2.1. პუნქტის შესრულების მდგომარეობის შესახებ.
4.2.2.
დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსახლეობის ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესწავლა და ანგარიშის წარდგენა საქართველოს
მთავრობისათვის-2018 წლის მე-4 კვარტალი.
2018
წლის მიწურულს სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილია
დაბინძურებული ჰაერის ზეგავლენის პირველადი შეფასების ჩატარება
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული პლატფორმის AirQ+
დანერგვის შემთხვევაში.
5.1. საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება-2017-2020წ.
5.1.2.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე
ზეგავლენის, ასევე, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ საზოგადოების
ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოება (გაშუქება მასობრივი
ინფორმაციის, მიზნობრივი ლიტერატურისა და სწავლების პროპაგანდის
საშუალებით)- 2017-2020.
სსიპ
ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთეელობის ეროვნულ ცენტრში მიმდინარე Twining პროექტის GE22
„გარემოს და ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ მიხედვით
დაგეგმილია საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის დაგეგმვა და
სპეციალური ღონისძიებების ჩატარება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების
ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზეგავლენის, ასევე, ატმოსფერული
ჰაერის დაცვის შესახებ. ინფორმაციას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ
წარმოგიდგენთ 2018 წლის მეორე კვარტლის მიწურულს.
5.1.5.
საზოგადოების ინფორმირება უსაფრთხო და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ფეხით
სიარულისა და ველოსიპედით მგზავრობის უპირატესობის შესახებ-2017
-2020წ.
მასმედიის
საშუალებით მრავალჯერ მომზადდა სიუჟეტი მოსახლეობისათვის ჰაერის
დაბინძურების ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების შესახებ. მოქალაქეებს
მიეწოდათ ინფორმაცია ქალაქებში
უსაფრთხო და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ფეხით სიარულისა და ველოსიპედით
მგზავრობის უპირატესობის შესახებ, რომელიც ათავისუფლებს დამატებითი
ხარჯებისაგან და ასევე არის რეგულარული ფიზიკური აქტივობა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მომზადდა და ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსდა მასალები ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის პან-ევროპული პროგრამის შესახებ. კერძოდ, ქალაქებში
უსაფრთხო და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ფეხით სიარულისა და ველოსიპედით
მგზავრობისათვის უნდა ხელი შეეწყოს მიუნიციპალიტეტების მიერ
საველოსიპედო და საფეხმავლო არსებული ინფრასტრუქტურის
შესწავლა/შეფასებას, გაუმჯობესებას და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას
ქალაქში მოძრაობის ჯანსაღი წესის დანერგვასთან დაკავშირებით.
პატივისცემით,