| From : | "Mariana Mkurnali" |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: მოსაწვევი: ქართულ-გერმანული სიმპოზიუმი ბიოდაცვასა და ბიოუსაფრთხოებაში |
| Received On : | 17.10.2017 12:31 |
| Attachments : |
მარიანა მკურნალი
საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 490942
From: Nino Berdzuli
Sent: 17 October, 2017 16:27
To: Mariana Mkurnali
Cc: Sopo Belkania (sbelkania@moh.gov.ge)
Subject: FW: მოსაწვევი: ქართულ-გერმანული სიმპოზიუმი ბიოდაცვასა და ბიოუსაფრთხოებაში
From: Amiran Gamkrelidze [mailto:A.Gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: 17 October, 2017 12:52
To: Nino Berdzuli <nberdzuli@moh.gov.ge>
Subject: FW: მოსაწვევი: ქართულ-გერმანული სიმპოზიუმი ბიოდაცვასა და ბიოუსაფრთხოებაში
ქალბატონო ნინო,
ქვემოთ არის მოსაწვევი ქართულ-გერმანულ კონფერენციაზე.
ასევე გიგზავნით დღის წესრიგს, მოკლე ინფორმაციას გერმანულ პროექტზე რაც ჩვენთან ხორციელდება და ასევე ზოგადად გერმანიის სამინისტროს ამ პროგრამაზე.
ჩემი პრეზენტაციის პროექტს გმაილიდან გამოგიგზავნით, რადგან დიდია და ცენტრიდან არ მოდის. ეს პრეზენტაცია საბოლოო არ არის, იგი იხვეწება, მაგრამ მიმართულებები თანამშრომლობისა გერმანიასთან ალბათ იგივე დარჩება რაც არის, ეს არის ძირითადად რაც მე მახსოვს, სპეციალური კვლევა არ ჩაგვიტარებია.
ვფიქრობ ეს ყველაფერი მოკლე შესავალი სიტყვისთვის გამოგადგებათ.
პატივისცემით
ამირანი
From: Amiran Gamkrelidze
Sent: Friday, October 13, 2017 4:01 PM
To: dsergeenko@moh.gov.ge
Cc: nberdzuli@moh.gov.ge; zsopromadze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; Sopo Belkania; Paata Imnadze; Nana Kavtaradze
Subject: მოსაწვევი: ქართულ-გერმანული სიმპოზიუმი ბიოდაცვასა და ბიოუსაფრთხოებაში
ბატონო დავით,
პატივცემულო კოლეგებო,
მოგახსენებთ, რომ 2017 წლის 19-20 ოქტომბერს ქ. თბილისში გერმანიის თავდაცვის სამინისტროს (ბუნდესვერი) სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის, გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებისა (GIZ) და სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით იმართება ქართულ-გერმანულ სიმპოზიუმი ბიოდაცვასა და ბიოუსაფრთხოებაში. სიმპოზიუმი ტარდება ქართულ–გერმანული ერთობლივი პროექტის ფარგლებში და ეძღვნება საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელს.
ქართულ–გერმანული ერთობლივი პროექტი ხორციელდება 2014 წლიდან, არის ნაწილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ბიოლოგიური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გერმანიის პარტნიორული პროგრამისა“. პროექტი ხორციელდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრისა და გერმანიის ბუნდესვერის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის მიერ და ფოკუსირდება ისეთ ასპექტებზე, როგორებიცაა: ბიოუსაფრთხოება და ბიოდაცვა, ცნობიერების ამაღლება ბიოუსაფრთხოების საკითხებზე, ჯანმრთელობის მართვის ქსელის შექმნა და ზედამხედველობა, პათოგენთა დეტექცია და დიაგნოსტიკა.
საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის ოფიციალური ნაწილი ჩატარდება ა.წ. 19 ოქტომბერს ქ. თბილისში სასტუმრო „Holiday Inn“-ში, ხოლო სამეცნიერო ნაწილი - 20 ოქტომბერს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: ქ. თბილისი, მ. ასათიანის ქ. N 9).
სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებს გერმანიის ელჩი საქართველოში ქალბატონი ჰაიკე პაიჩი, რომელიც მისასალმებელი სიტყვით მიმართავს სიმპოზიუმის მონაწილეებს, ასევე - გერმანიის ბუნდესვერის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის, გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ), საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წარმომადგენლები და ექსპერტები ბიოუსაფრთხოების დარგში.
პატივი მაქვს მოგიწვიოთ სიმპოზიუმის ოფიციალურ გახსნაზე ა.წ. 19 ოქტომბერს 11:00 სთ-ზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინ-ში“ და გთხოვთ თქვენს გადაწყვეტილებას, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ოფიციალური პირი მიესალმოს სიმპოზიუმის მონაწილეებს.
დანართის სახით წარმოგიდგენთ ღონისძიების წინასწარ პროგრამას.
პატივისცემით,
ამირანი